სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12228

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
გიორგი გოგაშვილი რევაზის ძე (დ. 1960) საქართველოს გენერალი თბილისი
ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი გოგაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

2       ბეჭდვა

გიორგი გოგაშვილი რევაზის ძე (დ. 1960) საქართველოს გენერალი თბილისი

გოგაშვილი გიორგი რევაზის ძე (8 ოქტომბერი 1960)  ბრიგადის გენერალი (2003). დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.


ბრიგადის გენერალი, საქართველოს თავდაცვის სამინისთროს სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი (1992-1996), საქართველოს პრეზიდენტის სამხედრო ინსპექციის ინსპექტორი (1997-1998), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის უფროსი (1998-2002), თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორი (2003-2004), მეცნიერებათა მაგისტრი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი 1982 წელს; მოსკოვის სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლა 1987 წელს; სან–ანტონიოს(აშშ) თავდაცვის უწყების ენების ინსტიტუტი 2002 წელს; ვაშინგტონის ეროვნული თავდაცის უნივერსიტეტი 2003 წელს.


1987-1991წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის დაზვერვის განყოფილებაში; 1992-1996წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების მთავარ სამმართველოში; 1996-1997წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური სამსახურის წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი; 2002 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი; 2003-2004წწ. საქართველოს ეროვნული აკადემიის რექტორი; 2004 წლიდან არის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლისა და ევროკავშირის უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევის ცენტრის ექსპერტი; მინიჭებული აქვს მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დარგში; ბრიგადის გენერალი (2003).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.56


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 19.04.2023
სულ რედაქტირებულია 1





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0