სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ჯემალ გახოკიძე ვლადიმერის ძე(1950) საქართველოს გენერალი თბილისი
ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი გახოკიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

ჯემალ გახოკიძე ვლადიმერის ძე(1950) საქართველოს გენერალი თბილისი

გახოკიძე ჯემალ ვლადიმერის ძე(11 სექტემბერი 1950)  გენერალ მაიორი 1994 გენერალ ლეიტენატი 1997 საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომელი,


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (1994-1997), საქართველოს სახლმწიფო უშიშროების მინისტრი (1997-1998), ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე (1998-2002), იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, დაჯილდოებულია 2 ორდენით და 5 მედლით დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1972 წელს.


1973-1997წწ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამომძიებლის, დეპარტამენტის თავმჯდომარის და მინისტრის მოადგილის თანამდებობები; 1997-1998წწ. სახელმწიფო უშიშროების მინისტრი; 1999-2004წწ. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; 2004-2005წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;  1989-2004წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 2004-2009წწ. სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, ლექციები სისხლის სამართალში, სისხლის სამართლის პროცესში და კრიმინოლოგიაში; 2009 წლიდან სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.  მინიჭებული აქვს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. არის საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალების: "თემიდას", "ბიზნეს-ინჟინერინგისა" და ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ელექტრონული ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 5 სახელმძღვანელოსა და 2 მონოგრაფიის ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წინასწარი გამოძიების ორგანიზაცია", დაიცვა 1998 წელს(მოსკოვი);

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები", დაიცვა 2004 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 78; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მსოფლიო იურისტთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სენატი, თავმჯდომარე (2010-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 19.04.2023
სულ რედაქტირებულია 1





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0