დათუაშვილი პაატა ნასყიდას ძე (5 აგვისტო 1954-95) დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.
დაამთავრა უმაღლესი სამხედრო–საარტირელიო სამეთაურო სასწავლებელი 1975 წელს; მოსკოვის მ. კალინინის სახელობის სამხედრო–საარტირელიო აკადემია 1988 წელს.
1975-1985წწ. მსახურობდა ბელორუსიის სამხედრო ოლქში, გერმანიაში საბჭოთა ჯარების ჯგუფში, თურქმენეთის სამხედრო ოლქში, ავღანეთში; 1988-1990წწ. ბაიკალისპირეთის სამხედრო ოლქში მეთაურობდა რეაქტიულ დივიზიონს; 90–იანი წლების დამდეგს თანამებრძოლებთან ერთად სათავეში ედგა საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესს; 1991 წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის არტილერიის უფროსად; 1992 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსის მოადგილე; 1992-1993წწ. მე–2 მექანიზებული კორპუსის მეთაური; 1993-1994წწ. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის გენშტაბის აკადემიაში; დაიღუპა იქვე ტერორისტული აქტის დროს; გენერალ–მაიორი(1992).
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.296
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1993 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი