თათარაშვილი ნოდარ ივანეს ძე (13 იანვარი 1941)
გენერალ-მაიორი (1994), გენერალ-ეიტენანტი (1996). გენერალ-ლეიტენანტი (1996), მთავარი შტაბის უფროსი (1994-96). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო კომისარი (1984-92), მთავარი შტაბის უფროსის მოადგილე, საქართველოს სამშვიდობო ძალების სარდალი ცხინვალის რეგიონში (1993-94), საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე (1994-98), საქართველოს სამხედრო კომისარი (1998). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თათრა, თათარა. თათარა მომდინარეობს სხვა ტომის, თათრის სახელწოდებიდან. ამგვარად ნაწარმოები გვარებია: არაბიძე, ოსაძე, ჩერქეზია. გადმოცემის მიხედვით, თათარაშვილების ადრინდელი გვარი ქავთარაძე იყო. ერთ-ერთი ქავთარაძე თათრებს მთიულეთიდან გაუტაცებიათ. დიდი ხნის შემდეგ მას ტყვეობიდან დაუღწევია თავი და მცხეთაში დასახლებულა. ამის გამო მის შთამომავლებს გვარად თათრიშვილი, მოგვიანებით კი თათარაშვილი მიუღიათ. ისინი სოფელ დიდ დაღეთში ცხოვრობდნენ. კუმისიდან დიდ ენაგეთში საცხოვრებლად გადასულა მიხეილ ჯაშიაშვილის სიძე, პაშა თათარაშვილი.
ამავე ძირისაა გვარები: თათარაძე, თათარაიძე.
საქართველოში 858 თათრიშვილი ცხოვრობს. 1537 – თათარაშვილი. 200 – თათარიშვილი.
დაღეთი — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (დაღეთის ადმინისტრაციული ერთეული). მდებარეობს თეთრიწყაროს პლატოზე, მდ. ჭივჭავის (ხრამის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 860 მეტრზე, თეთრიწყაროდან დაშორებულია 10 კილომეტრით. მოსახლეობა — 101 მცხოვრები (2014).