სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
გიორგი თათუხაშვილი არსენის ძე (დ. 1959) საქართველოს გენერალი დაბ. თბილისი წარმ. სოფ. თელეთი გარდაბანი
ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი თათუხაშვილი სია

გარდაბანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

50       ბეჭდვა

გიორგი თათუხაშვილი არსენის ძე (დ. 1959) საქართველოს გენერალი დაბ. თბილისი წარმ. სოფ. თელეთი გარდაბანი

თათუხაშვილი გიორგი არსენის ძე (18 სექტემბერი 1959) პოლიციის გენერალ-მაიორი (2003), შინაგანი ჯარების გენერალ-მაიორი (2003) და გენერალ-ლეიტენანტი (2004). დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.



დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი 1983 წელს, 1989 წელს–მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფაკულტეტი.


1982–1996 წლებში მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2000–2001 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების საბადრაგო ბრიგადის მეთაურის პირველი მოადგილე, 2001–2002 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის მეთაური. 2003–2004 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდალი, 2004–2005 წლებში თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების სარდალი. 2006 წლიდან თადარიგშია. საქართველოს შინაგანი ჯარების გენერალ-ლეიტენანტი (2004).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.451

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • 2001 - საქართველოს შსს დამსახურებული მუშაკი
  • 1993 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 19.04.2023
სულ რედაქტირებულია 1