სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ანატოლი კამკამიძე მიხეილის ძე 1936-1999 საქართველოს გენერალი დაბ. ლვოვი უკრაინა წარმ. ხარაგაული

1936-1999 წწ. გარდ. 63 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი კამკამიძე სია

ხარაგაული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

ანატოლი კამკამიძე მიხეილის ძე 1936-1999 საქართველოს გენერალი დაბ. ლვოვი უკრაინა წარმ. ხარაგაული

კამკამიძე ანატოლი მიხეილის ძე (7 ივნისი 1936-99)  გენერალ-პოლკოვნიკი (1992), შეიარაღებული ძალების სარდალი დაბადების ადგილი: ქ. ჟმერინკა (უკრაინის სსრ).


 Камкамидзе Анатолий Михайлович (1936–1999), 

генерал-майор (23.02.1976),

генерал-лейтенант (23.02.1984).


დაამთავრა საშუალო სკოლა და ჩააბარა გამოცდები ოდესის ვოროშილოვის სახელობის სამხედრო სასწავლებელში 1954 წელს.


1957 წლიდან მსახურობდა გერმანიაში, საბჭოთა ჯარების ჯგუფში ოცეულის მეთაურად, ასეულის მეთაურად. 1967 წლამდე მსახურობდა კიევის სამხედრო ოლქში. 1967-1970 წლებში სწავლობდა მოსკოვში, ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში. 1970 წელს დაინიშნა მოტომსროლელთა პოლკის მეთაურის მოადგილედ, ხოლო 1972 წელს მოტომსროლელთა პოლკის მეთაურად. 1973 წელს დაინიშნა დივიზიის მეთაურის მოადგილედ, ხოლო 1974-1981 წლებში მსახურობდა 41-ე მოტომსროლელთა დივიზიის მეთაურად მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში. 1974 წელს მას ვადაზე ადრე მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1981 წლიდან მსახურობდა კარპატისპირეთის წითელდროშოვანი სამხედრო ოლქის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსად. 1984 წელს დაინიშნა ამავე ოლქის სარდლის მოადგილედ საბრძოლო მომზადებაში. 1992 წლის სექტემბერში ჩამოვიდა საქართველოში და დაინიშნა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ. 1992 წლის 30 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლად. სსრკ შეიარა-ღებულ ძალებში სამსახურისთვის დაჯილდოებულია III ხარისხის ორდენით. ქართველი გენერალ-მაიორი (1975), გენერალ-ლეიტენანტი (1984), გენერალ-პოლკოვნიკი (1992).


წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნიქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.104

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.01.2020
ბოლო რედაქტირება 13.03.2023
სულ რედაქტირებულია 2





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0