სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მეცნიერება
ოთარ ქაჯაია მიხეილის ძე 1923-2018წწ ენათმეცნიერი სოფ.  ბანძა, მარტვილი, სამეგრელო ოთარ ქაჯაია მიხეილის ძე 1923-2018წწ ენათმეცნიერი სოფ.  ბანძა, მარტვილი, სამეგრელო ოთარ ქაჯაია მიხეილის ძე 1923-2018წწ ენათმეცნიერი სოფ.  ბანძა, მარტვილი, სამეგრელო ოთარ ქაჯაია მიხეილის ძე 1923-2018წწ ენათმეცნიერი სოფ.  ბანძა, მარტვილი, სამეგრელო ოთარ ქაჯაია მიხეილის ძე 1923-2018წწ ენათმეცნიერი სოფ.  ბანძა, მარტვილი, სამეგრელო

1923-2018 წწ. გარდ. 95 წლის

ბმულის კოპირება

მეცნიერება

გვარი ქაჯაია სია

მარტვილი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

ოთარ ქაჯაია მიხეილის ძე 1923-2018წწ ენათმეცნიერი სოფ. ბანძა, მარტვილი, სამეგრელო

ოთარ მიხეილის ძე ქაჯაია (დ. 29 ივლისი, 1923წ, სოფ. ბანძა, მარტვილი. გარდაიცვალა 24 იანვარს, 2018 წელს 95 წლის ასაკში. ქართველი ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.



დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში, 1939 წელს წარჩინებით დაამთავრა ბანძის საშუალო სკოლა. როგორც სწავლის ფრიადოსანი, მისაღები გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩაირიცხა თბილისის ი. ბ. სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.
1941 წლის 3 აგვისტოს მობილიზაციით გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში. იმავე წლის დეკემბერში ჩაირიცხა თბილისის საერთო-საჯარისო სამხედრო სკოლის კურსანტად. თბილისში დაჰყო 1942 წლის 9 მაისამდე, შემდეგ გადაიყვანეს გაგრაში, სადაც დარჩა 1942 წლის 10 ივლისამდე. 24 ივლისიდან იბრძოდა ვორონეჟის ფრონტის მე-6 სარეზერვო არმიის 174-ე მსროლელი დივიზიის შემადგენლობაში.



1942 წლის ოქტომბრის ბოლოს დივიზია გადაისროლეს კალინინის ფრონტზე. აქ მეთაურობდა ტანკსაწინააღმდეგო თოფების ოცეულს, რომელიც შედიოდა 46-ე გვარდიული დივიზიის 51-ე ცალკეული ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონში.
1943 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მეორე ბალტისპირეთის ფრონტის შემადგენლობაში მონაწილეობდა ნეველისა და ნოვოსაკოლნიკის გათავისუფლებაში. 1944 წლის დასაწყისში კონტუზიის შედეგად აღმოჩნდა ჰოსპიტალში. 1944 წლის 1 სექტემბერს მუშაობა დაიწყო გეგეჭკორის რაიონის სოფელ აბედათის საშუალო სკოლაში სამხედრო ხელმძღვანელად, სადაც მუშაობდა 1945 წლის 25 ივლისამდე.
1945 წლის 1 სექტემბერს სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1948 წლის მარტში. მაშინვე მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად.
1948 წლის ოქტომბერში ჩაირიცხა თბილისის ი. ბ. სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, რომელიც დაამთავრა 1951 წელს. 1952 წლის სექტემბერში სამუშაოდ გაგზავნეს სტალინირის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (ქ. ცხინვალი), სადაც მუშაობდა 1971 წლის 1 დეკემბრამდე მასწავლებლად, უფროს მასწავლებლად, დოცენტად, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგედ.



1971 წლის დეკემბერში სამშაოდ გადმოვიდა თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1972-1975 წლებში იყო ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, 1975-1984 წლებში — პრორექტორი სასწავლო დარგში, ხოლო 1984 წლის 26 მარტიდან პრორექტორად სამეცნიერო მუშაობის დარგში.
2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია.



2001 წელს Reichert-Verlag Wiesbaden-მა, სერიით - Kaukasienstudien, გამოსცა ოთარ ქაჯაიასა და ჰაინც ფენრიხის ერთობლივი ლექსიკონი - Mingrelisch-Georgisches Wörterbuch. 2002-2009 წლებში ოთარ ქაჯაიამ გამოსცა მეგრულ-ქართული ლექსიკონის ოთხტომეული, 2013 წელს კი - ცნობილ ქართველოლოგთან, გიორგი კლიმოვთან, ერთად - მეგრულ-რუსულ ქართული ლექსიკონი.
1954 წლის აპრილში დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიის მეხნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსავებლად, 1961 წლიდან დოცენტია.
მეუღლე — ნებიერიძე ნორა ვასილის ასული, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, შვილები — მერაბი და მანანა.



იყო სკკპ წევრი 1947 წლის მარტიდან;
მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სსრ უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება.



დაჯილდოებულია:
ორდენი „სამამულო ომი, II ხარისხის“;
მედალი „1941-1945 წწ დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“
საიუბილეო მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვების 20 წელი“;
საიუბილეო მედალი „ვ. ი. ლენინის დაბადების 100 წლისათვის აღსანიშნავად შრომითი მამაცობისათვის“;
საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების 60 წლისთავი“;

საიუბილეო მედალი „1941-1945 წლები დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წელი“;

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.
სტატია მოამზადა გრიგოლ გრიგოლი ბასილაია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.10.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0