სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
თამაზ მენაბდე, იასონის ძე (1936) საქართველოს გენერალი წარმ. ლანჩხუთი გურია
ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი მენაბდე სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

44       ბეჭდვა

თამაზ მენაბდე, იასონის ძე (1936) საქართველოს გენერალი წარმ. ლანჩხუთი გურია

მენაბდე, თამაზ იასონის ძე (20 იანვარი 1936) გენერალ-მაიორი, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე (1992-1993), თავდაცვის მინისტრის მოადგილე (1995-1998)


დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს.

მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში და ობიექტების მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1977-1979წწ. იყო საქართველოს საბაგირო გზების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1982-1991წწ. საქართველოს მსუბუქი მრეწველობის მინისტრის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1993 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაშია ჯარების განთავსებისა და მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსად; 1995 წლიდან იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე; მინიჭებული აქვს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის წოდება; მონაწილეობდა სპორტის სასახლის, სახელმწიფო ტელევიზიის, თბილისის საკონცერტო დარბაზის, ქუთაისის მაუდ-სართავი და საჩხერის ბამბის სართავი კომბინატების, ხაშურის საგალანტერიო და შულავერის მარყლის სარეცხი ფაბრიკების, სხვა მრავალი სამრეწველო თუ სამოქალაქო დანიშნულების ობიექტის მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა რიგი სამხედრო ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქციას; მისი მონაწილეობითა და კონსულტაციით, არაერთი მაღალეფექტიანი ტექნიკური გადაწყვეტილება განხორციელდა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.398-399



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.01.2020
ბოლო რედაქტირება 24.01.2023
სულ რედაქტირებულია 1




მენაბდე - გვარის 6 ღვთისმსახური

1 0

მანანა მენაბდე (1948) მომღერალი, მსახიობი, მწერალი, მხატვარი წარმ. ლანჩხუთი გურია

1 0