Всего визиторов : 52182491
Опубликованных статей : 4458

Главная

კულტურული მემკვიდრეობა/სხვა ღირშესანიშნაობა
კულტურული მემკვიდრეობა
კაბენის მომასტერი XII-XII საუკუნე, კიკეთი, თეთრი წყარო, ქვემო ქართლი თოკო სებისკერაძისგან კაბენის მომასტერი XII-XII საუკუნე, კიკეთი, თეთრი წყარო, ქვემო ქართლი თოკო სებისკერაძისგან კაბენის მომასტერი XII-XII საუკუნე, კიკეთი, თეთრი წყარო, ქვემო ქართლი თოკო სებისკერაძისგან კაბენის მომასტერი XII-XII საუკუნე, კიკეთი, თეთრი წყარო, ქვემო ქართლი თოკო სებისკერაძისგან კაბენის მომასტერი XII-XII საუკუნე, კიკეთი, თეთრი წყარო, ქვემო ქართლი თოკო სებისკერაძისგან კაბენის მომასტერი XII-XII საუკუნე, კიკეთი, თეთრი წყარო, ქვემო ქართლი თოკო სებისკერაძისგან კაბენის მომასტერი XII-XII საუკუნე, კიკეთი, თეთრი წყარო, ქვემო ქართლი თოკო სებისკერაძისგან კაბენის მომასტერი XII-XII საუკუნე, კიკეთი, თეთრი წყარო, ქვემო ქართლი თოკო სებისკერაძისგან კაბენის მომასტერი XII-XII საუკუნე, კიკეთი, თეთრი წყარო, ქვემო ქართლი თოკო სებისკერაძისგან კაბენის მომასტერი XII-XII საუკუნე, კიკეთი, თეთრი წყარო, ქვემო ქართლი თოკო სებისკერაძისგან

1011      

კაბენის მომასტერი XII-XII საუკუნე, კიკეთი, თეთრი წყარო, ქვემო ქართლი თოკო სებისკერაძისგან

კაბენის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სამონასტრო კომპლექსში. სოფ. კიკეთის მახლობლად, მდინარე ასურეთისწყლის ხეობაში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).

კომპლექსში შედიოდა: ღვთისმშობლის მიძინების დიდი გუმბათიანი ტაძარი, სვიმონ მესვეტისა და მიქელ მთავარანგელოზის მცირე დარბაზული ეკლესიები. შემორჩენილი ნახატებისა და ფოტოსურათების მიხედვით კაბენის ტაძარი XIII საუკუნის I ნახევრის ქართულ ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი ყოფილა. იგი მცირე ცვლილებებით იმეორებდა ბეთანიის გუმბათოვანი ტაძრის გეგმას (შიგა სივრცის საკითხიც იმგვარად იყო გადაწყვეტილი), მაგრამ, იმავე დროს, არსებითად განსხვავდებოდა მისგან ფასადების მორთულობის სისტემით, რომელიც სამთავის-იკორთის ტაძართა დეკორატიულ სისტემას იმეორებდა. 1851 წელს მთავარი ეკლესიის საკურთხეველში შეიმჩნეოდა მოხატულობა.

მონასტრის ზღუდის გარეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთით ნატეხი ქვით ნაგები მომცრო დარბაზული ეკლესია დგას. ფასადები მოპირკეთებულია მოყვითალო ქვის კარგად გათლილი კვადრებით. მორთულობა შესრულებულია XII-XIII საუკუნეებში შემუშავებული დეკორატიული სისტემის მიხედვით. აღმოსავლეთი ფასადის წარწერიდან ირკვევა, რომ ვინმე გიორგი კაბენის ვაჟებს – ნიკოლოზს, ვასილს, ოქროპირსა და გრიგოლს – თამარ მეფის დროს (XII საუკუნის დასასრული და XIII საუკუნის დასაწყისი) დაუმთავრებიათ ადრე დაწყებული ეკლესიის მშენებლობა.