სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11451

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
გიორგი სურმავა გივის ძე (დ.1958) საქართველოს გენერალი დაბ. სოფ. სერგიეთი მარტვილი სამეგრელო
ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი სურმავა სია

მარტვილი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

327       ბეჭდვა

გიორგი სურმავა გივის ძე (დ.1958) საქართველოს გენერალი დაბ. სოფ. სერგიეთი მარტვილი სამეგრელო

სურმავა გიორგი გივის ძე (16 მაისი.1958) ბრიგადის გენერალი (2014)  ბრიგადის გენერალი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯ-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი


გიორგი სურმავა

(16.05.1958)

ბრიგადის გენერალი (05.06.2014)

დაიბადა მარტვილის რაიონის სოფელ სერგიეთში.

 კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლა-ინტერნატის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1980 წელს.

1992 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებშია.

2001 წელს  დაამთავრა უკრაინის თავდაცვის ნაციონალური აკადემიის ოპერატიულ-ტაქტიკური ფაკულტეტი.

2012 წლამდე მსახურობდა სამხედრო დაზვერვის სტრუქტურებში.

2014-2016 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსად. 

2016 წელს NATO-ს ეგიდით დაამთავრა თურქეთის სამხედრო კოლეჯი.

2016 წელს დაინიშნა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ და საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარ მრჩევლად.

2017 წლიდან თადარიგშია.

მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად.

საქართველოს ,,ლელოს,, ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტია.

არის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში – აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე რუსეთ-საქართველოს 1992-1993 წლების ომში და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში.

ამჟამად მუშაობს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში. მიღებული აქვს სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები. მედლები „საბრძოლო დამსახურებისათვის“, „გენერალი მაზნიაშვილი“, ასევე სხვა უწყებრივი მედლები.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.01.2020
ბოლო რედაქტირება 16.05.2025
სულ რედაქტირებულია 3





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0