სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10609

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ფიცხელაური შენგელი ალექსის ძე (1944) საქართველოს გენერალი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. დაბ. სოფ.ახშანი ახმეტა კახეთი
ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ფიცხელაური სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

55       ბეჭდვა

ფიცხელაური შენგელი ალექსის ძე (1944) საქართველოს გენერალი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. დაბ. სოფ.ახშანი ახმეტა კახეთი

შენგელი ფიცხელაური (დ. 2 აგვისტო1946ახშანისაქართველოს სსრ) გენერალი 1999 წლიდან – ქართველი ძიუდოისტიგენერალ-მაიორი, ღირსების ორდენის კავალერი. 



საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. 1973 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ევროპის სამგზის ჩემპიონი (1973-1975; გუნდური). პირად ჩათვლაში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მფლობელი 1971, 1973 და 1975 წლებში და III ადგილის მფლობელი 1974 წელს.


შენგელი ფიცხელაური წლების განმავლობაში ძალოვან უწყებებში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.

1976-1977 წლებში იყო ქალაქ თბილისის შს სამმართველოს ინსპექტორი; 1977-1980 წლებში თბილისის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი. 1980-1983 წლებში თბილისის კრწანისის რაიონის შს განყოფილების საგამოძიებო ქვეგანყოფილების უფროსია, ხოლო 1983-1985 წლებში შსს ახმეტის რაიონის შს განყოფილების უფროსია. 1985-1991 წლებში თბილისის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსია, მომდევნო ექვსი წელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარეა.

1997-2002 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ხოლო 2002-2004 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციის კონსულტანტთა ჯგუფის კონსულტანტი (დეპარტამენტის უფროსი).

2019 წლის 22 იანვრიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველია, ხოლო ამავე წლის 7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნეს[1].

დაჯილდოებულია მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ - 1999 წლის 27 მაისს და “ღირსების ორდენით“ – 2002 წელს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.01.2020
ბოლო რედაქტირება 21.04.2023
სულ რედაქტირებულია 2





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0