სულ ვიზიტორი : 52182491
განთავსებული სტატია : 4458

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
ომის გმირი 1941-45 წწ
ვახტანგ სეხნიაშვილი (1922-2014)  საფრანგეთის ეროვნული გმირი, თელავი, კახეთი ვახტანგ სეხნიაშვილი (1922-2014)  საფრანგეთის ეროვნული გმირი, თელავი, კახეთი ვახტანგ სეხნიაშვილი (1922-2014)  საფრანგეთის ეროვნული გმირი, თელავი, კახეთი

868      

ვახტანგ სეხნიაშვილი (1922-2014) საფრანგეთის ეროვნული გმირი, თელავი, კახეთი

ვახტანგ სეხნიაშვილი (Vakhtang Sekhniashvili) დაიბადა 1922 წლის 14 დეკემბერს. თელავში. 1942 წელს უკრაინის ფრონტზე ტყვედ ჩავარდნის შემდეგ მოხვდა სამხრეთ საფრანგეთში, სადაც საბჭოთა ტყვეებს მაღაროებში ამუშავებდნენ და საიდანაც გაიქეცა. პოლონელ გაქცეულ ჯარისკაცთა მეშვეობით წინააღმდეგობის მოძრაობას დაუკავშირდა. შემდეგ შეუერთდა მუშათა და ემიგრანტთა პარტიზანულ მოძრაობას, რომელმაც არაჩვეულებრივი საგმირო საქმეებით გამოჩინა თავი.

1944 წლის 4 აგვისტოს ღამეს ხელმძღვანელობდა ოპერაციას 161 ქართველი ტყვის გასათავისუფლებლად. გათავისუფლებული ქართველი ჯარისკაცები აღნიშნული პარტიზანული მოძრაობის 4214-ე რაზმს შეუერთდნენ შემდეგ საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ქართული ბატალიონის მთავარ ძალას წარმოადგენდნენ ვახტანგ სეხნიაშვილის მეთაურობით.

ამ ღირსშესანიშნავ ქმედებას მოჰყვა ინტენსიური რეპრესიები, რომლის განმავლობაშიც მოკლეს წინააღმდეგობის მოძრაობის 30 მონაწილე, დაწვეს და დახვრიტეს ათიოდე მოქალაქე. დიდი გმირობა გამოჩინა, როდესაც მოახერხა  ამხანაგების გაქცევა და ალყის გარღვევა.

1944 წლის 18 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო ქალაქ კარმოს გათავისუფლებისათვის...ბრძოლაში, სადაც ხალხმა ხელში აიტაცა და საპატიო მოქალაქეც გახდა.

მიენიჭა საფრანგეთის არმიის კაპიტნის წოდება, მაგრამ არ გააგრძელა სამხედრო კარიერა და საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა, რითაც პატრიოტიზმი და ერთგულება დაამტკიცა. საქართველოში ჯერ გმირად, ხოლო 1947 წლის პოლიტიკური წმენდის დროს « იმპერიალიზმის აგენტად » იქენა გამოცხადებული და 20 წლით პატიმრობა მიესაჯა. პატიმრობას თავი დააღწია 1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ.

ყველა ამ განსაცდელის მიუხედავად შესძლო პირველი და მეორე სამშობლოს, საქართველოსა და საფრანგეთის ერთგული დარჩენილიყო. 

ციხიდან გამოსულმა ვახტანგ სეხნიაშვილმა აკადემიკოს ვიქტორ კუპრავას დახმარებით შეძლო უნივერსიტეტში აღდგენა. ერთ-ერთი თანამებძოლის ფრანგი მეუღლე კი დაეხმარა იმაში, რომ საფრანგეთის მთავრობა დაინტერესებულიყო ქართველი პარტიზანების ვინაობით. 
მოგვიანებით კი, ფრანგულ ”ლე მონდში” გამოქვეყნებულმა სტატიამ ვახტანგ სეხნიაშვილზე მთელი ფრანგული საზოგადოება აალაპარაკა.

”ინგლისელებმა გაიარეს, ფრანგებმა გაიარეს და, ბოლოს, ჩვენმა ასეულმაც გაიარა. ეს დე გოლი დაინტერესდა - ტრიბუნაზე იდგა, ჩვენ დაბლა ვიყავით: პოლკის მეთაური, შტაბის უფროსი, მე - და იკითხა, ესენი ვინ არიანო? ესენი ”სოვეტიკები” არიან, აქ დგანანო. მაგათი ხელმძღვანელები სად არიანო? აი, დაბლაო. აგვიყვანეს მაღლა. აგვიყვანეს ტრიბუნაზე. ხელი ჩამოგვართვა და მადლობა გადაგვიხადა.”

”კომენდანტი ვანია”, იგივე ვახტანგ სეხნიაშვილი, საფრანგეთის მთავრობამ 2005 წელს ყველაზე საპატიო ჯილდოთი - საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით - დააჯილდოვა. ამასთანავე, ვახტანგ სეხნიაშვილი ერთბაშად ოთხი ფრანგული ქალაქის საპატიო მოქალაქეცაა. მაგრამ ყველა ქალაქს მას მაინც თავისი მშობლიური თელავი ურჩევნია. საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის ერთადერთ ქართველ კავალერს, 86 წელს მიტანებულ ვახტანგ სეხნიაშვილს, ცხოვრებაზე საკუთარი შეხედულება აქვს. მას დღემდე მიაჩნია, რომ გმირებს გარემოება ქმნის და რომ გამარჯვება მხოლოდ მოთმინებით მიიღწევა.

1960 წელს კი მოხდა მათი რეაბილიტაცია. თუმცა ვახტანგ სეხნიაშვილსა და მის თანამებრძოლებს უშიშროების სახელმწიფო კომიტეტმა ჩამორთმეული ფრანგული ორდენები და მედლები აღარ დაუბრუნა. ოჯახთნ ვიზიტის დროს შევმატეთ მხოლოდ ერთი ფოტო, სამწუხაროდ დამატებითი ცნობები არ გაგვაჩნია. გარდაიცვალა დაახლოებით  2010-2014 წლებში. დაკრძალულია თელავში.

დავით ფეიქრიშვილი 





სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

1 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


გორბაჩევი მიხეილ ნიკიფორეს ძე (1917-1955) სამამულო ომის გმირი (1941-1945), თბილისი, ქართლი.

1 0


გონტარი კონსტანტინე მიხეილის ძე (1921-2003) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გოგიჩაიშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე (1903-1945) 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0


გვენცაძე ივანე ნიკოლოზის ძე (1907-1990) ,სამამულო ომის გმირი (1941-1945), სოფელი ბარეული, ამბროლაური, რაჭა

1 0


გვანცელაძე ვლადიმერ ვასილის ძე (1919-1970) სამამულო ომის გმირი (1941-1945),სოფელი უკანეთი, წყალტუბო, იმერეთი.

1 0


გერასიმჩუკი დავით ივანეს ძე (1916-1978) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გეგეშიძე არკადი სპირიდონის ძე (1902-1974) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი მელაური, სამტრედია, იმერეთი.

1 0


გახოკიძე მიხეილ ლევანის ძე (1909-1973) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ქვაითი,მარტვილი, სამეგრელო.

1 0


გარინი ბორის ივანეს ძე (1921-უცნ.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გარანიანი ერვანდ გევორქის ძე (1903-1995) სამამულო ომის გმირი(1941-1945) სოფელი ბაღნარი, გაგრა, აფხაზეთი.

1 0


გამცემლიძე შოთა ლევანის ძე (1922-1945) 23 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფ.მაქათუბანი ხარაგაული იმერეთი

1 0


გალუსტაშვილი სოკრატე ალექსის ძე (1920-1981) სამამულო ომი (1941-1945) სოფელი უფლისციხე, გორი, ქართლი.

1 0


გავრილოვი კუზმა ანტონის ძე (1922-1997.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გაბრიაძე გრიგოლ ივანეს ძე (1917-1944) 26 წლის ,სამამულო ომის გმირი (1941-45) სოფელი ძუყნური, ტყიბული, იმერეთი.

1 0


გაბლია ვარლამ ალექსის ძე (1902-1982) სამამულო ომი (1941-45) სოფელი ტამიში, ოჩამჩირე, აფხაზეთი.

1 0


ბულგაკოვი ანდრია ალექსის ძე (1913-1967) სამამულო ომი (1941-45) გორი, ქართლი.

1 0


ვასილ კვაჭანტირაძე (1907-1950) სნაინპერი სამამულო ომი (1941-45) კონჭკათი ოზურგეთი გურია

6 0


ბუკია აკაკი კონსტანტინეს ძე (1914-1975) ომის გმირი. სოფელი ძველი აბასთუმანი, ზუგდიდი, სამეგრელო.

1 0


ბუგაევი ალექსანდრე ლავრენტის ძე (1909-1950) ომის გმირი(1941-1945). ბათუმი, აჭარა.

1 0


ომის გმირი 1941-45 წწ


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


მებრძოლ უღმერთოთა კავშირი 1928-1947წწ 202 ათასი წევრი საქართველოში მუკი

2 1


ირაკლი გურამის ძე სამუშია 1976 ჩოხოსანი სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0