შუბლაძე თენგიზ შალვას ძე (7 ივლისი. 1953) გენერალ-მაიორი (1995), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (1998)
"ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი" მთავარი რედაქტორის მოადგილე გადადი ელექტრონული ვერსია
განათლება
- თბილისის უმაღლესი სამხედრო საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი (1975),
- მოსკოვის სამხედრო-საინჟინრო აკადემია (1989).
პირველი ქართული უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის "გაერთიანებული სამხედრო აკადემია" დამფუძნებელი (1993) და პირველი რექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
2016 წლიდან დღემდე ა(ა)იპ საქართველოს ვეტერანთა ცენტრალური კავშირის გამგეობის თავმჯდომარე .
სამხედრო მოღვაწეობა
- მსახურობდა სსრკ-ის შეიარაღებულ ძალებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე (1975–87),
- საქართველოს სსრ სამოქალაქო თავდაცვის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსის მოადგილე (1989–90),
- თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის სამხედრო კათედრის უფროსი (1990–91),
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიცერთა დახელოვნების კურსების უფროსი (1991–93).
- მონაწილეობდა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში, იყო მძიმედ დაჭრილი (1992).
- ჩამოაყალიბა გაერთიანებული სამხედრო აკადემია და იყო მისი პირველი რექტორი (1993–2000).
- ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების სარდალი საქართველოს მხრიდან (2000–02),
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების და სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე (2002–04).
- თბილისის აგრარული უნივერსიტეტის სამხედრო კათედრის უფროსი (2004–05),
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტში საინჟინრო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი (2005 წლიდან).
თენგიზ შუბლაძე 09 დეკემბერი 2022 წლის ფოტო
ჯილდოები
დაჯილდოებულია "ვახტანგ გორგასლის“ III ხარისხის ორდენით (1993) და ოთხი მედლით.
ნაშრომები
არის მრავლი მონოგრაფიის, სამეცნიერო ნაშრომის და სტატიის ავტორი.