ჩაჩიბაია ვლადიმერ ბორისის ძე (11 აპრილი 1971) ბრიგადის გენერალი (2014). აქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი 2016 წლის 22 ნოემბრიდან, ბრიგადის გენერალი, შემდგომში გენერალ-მაიორი. შემდგომ გენერალ ლეიტენატი
ვლადიმერ ჩაჩიბაია (დ. 4 ნოემბერი, 1971, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი მეთაური 2018 წლიდან 2020 წლამდე. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი 2008-2009 წლებში.[2] საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი 2016-2018 წლებში. აშშ-ის ლეგიონის ღირსებისა (2018) და საფრანგეთის ღირსების ორდენების კომანდორი (2019).
1993-1994 წლებში სწავლობდა საქართველოს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში.[3] 2004 წელს დაამთავრა საქართველოს საბაჟო აკადემიის იურიდიული ფაკულტეტი. 2002-2003 წლებში გაიარა აშშ-ის სამეთაურეო და გენერალური შტაბის ოფიცერთა კურსი. 2007-2008 წლებში სწავლობდა აშშ-ის არმიის ომის კოლეჯში.
1989-1991 წლებში ჩაჩიბაია მსახურობდა საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰარეო ძალებში. 1991 წელს შეუერთდა ახალ ჩამოყალიბებულ საქართველოს ეროვნული გვარდიას. 1992-1993 წლების საქართველოს სამოქალაქო ომში იყო ეროვნული გვარდიის ოცეულის მეთაური.
1994-2007 წლებში ჩაჩიბაია მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, მათ შორის: 25-ე ქვეითი ბრიგადის ქვეითი ოცეულის მეთაური (1994–1995), AGS-17 ოცეულის მეთაური, დაზვერვის ბატალიონი; (1995–1996),დაზვერვის ასეულის მეთაურის მოადგილე, დაზვერვის ბატალიონი (1996–1998); S-3 ოფიცერი, ცალკეული დაზვერვის ბატალიონი (1998–1999), სწრაფი რეაგირების ძალების ინსტრუქტორთა ჯგუფის მეთაურის მოადგილე (1999–2000), სწრაფი რეაგირების ძალების საბრძოლო მზადყოფნის ოფიცერი (2000–2001), სპეციალური ძალების ბრიგადის G-2 უფროსი (2001–2002), სპეციალური ძალების ბრიგადის პირადი შემადგენლობის ოფიცერი (2002–2003), I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი (2003–2005), ქართული კონტინგენტის მეთაური ერაყში (2004), III ქვეითი ბრიგადის მეთური (2005), გენერალური შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსი (2005–2006), სახმელეთო ძალების შტაბის უფროსი და სახმელეთო ძალების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (2006), გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე (2006), გაერთიანებული შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსი (2007).
2008 წლის ივლისში გახდა გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი.[5] იმავე წლის 4 ნოემბერს ჩაჩიაბაიამ ჩაიბარა გაერთიანებული შტაბი. ოთხი თვის თავზე მან აღნიშნული თანამდებობა დატოვა და 2009 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას პირველ მოადგილედ დაინიშნა.[6], ხოლო იმავე წელს გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.
2010–2012 წლებში მუშაობდა უფროს მრჩეველად საქართველოს საელჩოში აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში; 2012–2015 წლებში გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ.
2015 წლის 12 ოქტომბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე ეკავა უფროსი სამხედრო მრჩეველის თანადებობა გაეროს დამხმარე მისიაში ავღანეთში.[7]
2015–2016 წლებში იყო დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი.
2016 წლის აგვიტოში ჩაჩიბაია დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ,[8] იმავე წლის 22 ნოემბერს კი შტაბის უფროსად, რომელმაც ჩაანაცვლა გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.[9]
2018 წლის 20 დეკემბერს იგი საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი მეთაური გახდა.[10] 2019 წელს ვლადიმერ ჩაჩიბაიას გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა.[11] 2020 წლის 1 ივლისს თანამდებობრივი მოვალეობა გიორგი მათიაშვილს გადააბარა.[12]
2020 წლიდან 2023 წლის 24 მარტამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.