ჩხეიძე ვალერი სერგოს ძე (26 სექტემბერი 1948-2017) გენერალ-მაიორი (1994), გენერალ-ლეიტენანტი (1998), პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (2000). დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა დიმი, ბაღდათის რაიონი.
დაამთავრა ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორიის სპეციალობით 1974 წელს; 1976 წელს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლის ოპერატიული შემადგენლობის მომზადების კურსები (ქ. ტაშკენტი), 1984 წელს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი შემადგენლობის კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტი.
1966-1971 წწ. მუშაობდა მუშად; 1972-1973 წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიაში, მოსკოვის ოლქის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში; 1973-1974 წწ. იყო ქ. თბილისის ერთ-ერთი საშუალო სკოლის პედაგოგი; 1974-1975 წწ. ტურისტული მოგზაურობის ბიუროს ინსტრუქტორი; 1975-1981 წწ. მსახურობდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ორგანოებში; 1984-1987 წწ. გაიგზავნა ავღანეთში სპეციალური დავალებით; 1987-1991 წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ქ. თბილისის რაიგანყოფილების უფროსად; 1987-1990 წწ. ამავე კომიტეტის ცენტრალური აპარატის განყოფილების უფროსის მოადგილე, 1990- 1991 წწ. ცენტრალური აპარატის განყოფილების უფროსად, 1991 წელს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად; 1991-1992 წწ. საქართველოს უშიშროების სამინისტროს განყოფილების უფროსად; 1992 წლიდან საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილედ; 1992-1993 წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილედ; 1993-1994 წწ. სასაზღვრო ჯარების სარდლად, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, 1994-2004 წწ. საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე; საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილე და საგარეო დაზვერვის დეპატრამენტის დირექტორი; პოლიტოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, გენერალ-ლეიტენანტი, უშიშროების გენერალ-მაიორი. მირებული აქვს "ხალხთა მეგობრობის" ორდენი.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ.374; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.167
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საგარეო დაზვერვის დაპატრამენტი, თავმჯდომარე (2004-)
- საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი , თავმჯდომარე (1993-1994)
- საქართველოს უშიშროების სამინისტრო, მინისტრის მოადგილე (2004-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის. - საქართველოს ღირსების ორდენი
- ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
- წითელი დროშის ორდენი