ჭანკოტაძე დევი ვახტანგის ძე (1 სექტემბერი 1960) გენერალ-მაიორი (1961), გენერალ-ლეიტენანტი (2012). წმ. გიორგის გამარჯვების ორდენი (2009). დაამთავრა თბილისის უმაღლესი საარტილერო სამეთაურო სამხედრო სასწავლებელი (1982).
მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში (1982-90), გორის მე-11 ბატალიონის შტაბის უფროსი (1991-92), ეროვნული გვარდიის საარტილერიო პოლკის მეთაური (1992-94), ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსი (1994-95), მეთაურობდა მთავარსარდლის რეზერვის საარტილერიო ბრიგადას (1996-99), არტილერიის სარდალი (1999-2000), გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე (2000-04). იყო სამხედრო წარმომადგენლი დსთ ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბში, სამხედრო ატაშე რუსეთის ფედერაციაში (2004-05), სახმელეთო ჯარების საარტილერიო ბრიგადის მეთაური (2007-08). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.