Всего визиторов : 52182491
Опубликованных статей : 4458

Главная

ომი/სამხედრო პირი
მინისტრები უშიშროება, პოლიცია, თავდაცვა
შარაშენიძე ლევან ლევანის ძე (1931-2012) თავდაცვის მინისტრი წარმ. სოფ. გადიდი ვანი

962      

შარაშენიძე ლევან ლევანის ძე (1931-2012) თავდაცვის მინისტრი წარმ. სოფ. გადიდი ვანი

შარაშენიძე ლევან ლევანის ძე (24 მარტი 1931-2012)  თავდაცვის მინისტრი(03/01/1992-08/05/1992) გენერალ-მაიორი (1980), გენერალ-ლეიტენანტი (1989);  დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ალმა-ათას საჰაერო-სადესანტო სამხედრო სასწავლებელი; მოსკოვის ვ. ი. ლენინის სახელობის სამხედრო-პოლიტექნიკური აკადემია (1970).

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა კიევის სამხედრო ოლქში საჰაერო-სადესანტო დივიზიის, საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ოცმეთაურად. 1955 წელს აგრძელებს სამსახურს სადესანტო ჯარებში. ამთავრებს პოლიტშე-მადგენლობის ცენტრალურ კურსებს და ინიშნება სამხედრო-საჰაერო დივიზიის პოლიტგანყოფილების უფროსის თანაშემწედ, შემდეგ საპარაშუტო-სადესანტო ბატალიონის მეთაურის მოადგილედ პოლიტდარგში. 1963 წელს მას ირჩევენ პოლკის პროპაგანდისტად და 1967 წელს აგრძელებს სწავლას ვილნიუსის ვ. კაფსუკასის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დაუსწრებელ ფაკულტეტზე. 1965 წელს იგი გადმოჰყავთ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში საპარაშუტო-სადესანტო პოლკის მეთაურის მოადგილედ პოლიტდარგში, შემდეგ კი საჰაერო-სადესანტო დივიზიის პოლიტ განყოფილების უფროსად. 1969-1976წწ. საჰაერო-სადესანტო დივიზიის პოლიტ განყოფილების უფროსი იყო, 1976-1979წწ. ამიერკავკასიის წითელ დროშოვანი სამხედრო ოლქის პოლიტიკური-სამმართველოს უფროსის მოადგილე. 1979-1989 წლებში მსახურობდა საქართველოს სსრ სამხედრო კომისრად. არჩეულ იქნა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1992 წლის მაისში დაინიშნა სახელმწიფოს მეთაურის მთავარ სამხედრო მრჩევლად. 1993-1994წწ. იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 1994 წელს გავიდა თადარიგში. ქართველი გენერალ-მაიორი; გენერალ-ლეიტენანტი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.685; სამხედრო ფიცის ერთგულნიქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.120

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1953-)
  • გადიდი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი: ონჯოხეთი). მდებარეობს სამხრეთ იმერეთის მთისწინეთზე. მდინარე ღელესყურის შუა დინებაში. ზღვის დონიდან 360 მეტრი, ვანიდან 9 კილომეტრი. ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნის II ნახევარში. სოფელში დგას XI საუკუნის ეკლესია. სოფლიდან მაღალია მოსახლეობის მიგრაცია. სოფლის ძირითადი შემოსავლის წყაროა მეთხილეობა. სოფელში გავრცელებულია შემდეგი გვარები: შარაშენიძე, ქიმუცაძე, მსხილაძე, ბელთაძე, ლაგაძე.