სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
მინისტრები უშიშროება, პოლიცია, თავდაცვა
ყარყარაშვილი გიორგი ნოდარის ძე ყარყარაშვილი 1966წ თავდაცვის მინისტრი. დაბ. თბილისი.
ბმულის კოპირება

მინისტრები უშიშროება, პოლიცია, თავდაცვა

გვარი ყარყარაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

ყარყარაშვილი გიორგი ნოდარის ძე ყარყარაშვილი 1966წ თავდაცვის მინისტრი. დაბ. თბილისი.

ყარყარაშვილი გიორგი ნოდარის ძე (დ. 31 ოქტომბერი, 1966) თავდაცვის მინისტრი(06/05/1993-11/02/1994)  გენერალ-მაიორი (1993), საქართველოს თავდაცვის მინისტრი (1993-94). 


განათლება

მოღვაწეობა

  • ქართული ჯარის ეროვნული გვარდიის „თეთრი არწივის“ ბატალიონის მეთაური, ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილე, ქართული ჯარების სარდალი აფხაზეთში, თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის ძალების სარდალი (1990-95).
  • საქართველის პარლამენტის წევრი (1999-2004).
  • ვეტერანთა სამოქალაქო კავშირის „საქართველოს ლეგიონი“ თავმჯდომარე.
  • მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

გიორგი (გია) ნოდარის-ძე ყარყარაშვილი

(დ.31.10.1966)

გენერალ-მაიორი (1993)

დაიბადა ქ.თბილისში.

1983 წელს დაამთავრა რკინიგზის № 3 საშუალო სკოლა და 1987 წელს თბილისის უმაღლესი სამხედრო საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი. 

1983-1990 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში, ოცმეთაურად, საარტილერიო ბატარეის მეთაურად საბჭოთა ჯარების შემადგენლობაში გერმანიაში, საარტილერიო ბატარეის და დივიზიონის შტაბის უფროსად აზერბაიჯანსა და საქართველოში. ბოლო წოდება საბჭოთა არმიაში-უფროსი ლეიტენანტი. 


1990 წელს აქტიურად ჩაერთო ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში.  ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანია. 

1991 წლის დასაწყისში მის მიერვე შექმნილ ბატალიონ «თეთრი არწივის» მეთაურია. 

1991-1992 წწ.- მეთაურობდა  ეროვნული გვარდიის ბატალიონს.

1992 წლის იანვრიდან ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილეა (გვარდიის პოლკოვნიკი).

1992-1993 წწ.ეროვნული გვარდიის სარდალია. 

1992 წლის აგვისტო-ოქტომბერში- სარდლობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აფხაზეთის ტერიტორიაზე. 

აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობისათვის წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში. 

1992-1993 წლებში მსახურობდა ეროვნული გვარდიის 1-ი ქვეითი ბრიგადის მეთაურად. 

1992 წლის 14 სექტემბერს მიენიჭა ,,ბრიგადის გენერლის,, სამხედრო წოდება.

1993 წელს  ,,ბრიგადის გენერლის,, წოდება შეიცვალა ,,გენერალ-მაიორის,,  სამხედრო წოდებით.

1993 წლის მარტ-მაისში- ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების კორპუსის სარდალია. 

  1993 წლის 6 მაისს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით დაინიშნა თავდაცვის მინისტრად. 

1994-1995 წლებში სწავლობდა  მოსკოვში გენერალური  შტაბის აკადემიაში. 

1995 წლის 25 იანვარს, ქ.მოსკოვში, მასზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაინვალიდდა. 

1998-99 წწ. მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატის რწმუნებულად.

1999-2003 წლებში არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად. 

2000  წლიდან არის  საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,, ახალი მოძრაობის,, წევრი.

2004-2005 წწ. კვლავ იქნა  არჩეული  საქართველოს პარლამენტის წევრად.

დატოვა პარლამენტი  პირადი განცხადების საფუძველზე 2005 წლის  მაისში.

ამჟამად არის ვეტერანთა სამოქალაქო კავშირ «საქართველოს ლეგიონის» თავმჯდომარე. არის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი.

დაჯილდოებულია «ვახტანგ გორგასლის» I  ხარისხის ორდენით და რამოდენიმე მედლით.

ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. არჩეულია საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების საპატიო წევრად (2019).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.01.2020
ბოლო რედაქტირება 11.12.2021
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 29.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0