Всего визиторов : 52182491
Опубликованных статей : 4458

Главная

ომი/სამხედრო პირი
მინისტრები უშიშროება, პოლიცია, თავდაცვა
შაშკინი დიმიტრი(1975) თავდაცვის მინისტრი თბილისი

1200      

შაშკინი დიმიტრი(1975) თავდაცვის მინისტრი თბილისი

დიმიტრი შაშკინი (დ. 8 აგვისტო1975თბილისი) — საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2012 წლის 4 ივლისიდან – 2012 წლის 25 ოქტომბრამდე1992-1993 წლებში სწავლობდა არისტოტელეს სახელობის ქართულ-ბერძნულ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე. 1992-93 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურში. 1993 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1998 წელს.

1997-98 წლებში მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციაში (ABA) დირექტორის თანაშემწედ. 1998 წლიდან მუშაობდა აშშ საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI), საქართველოს პროგრამის კოორდინატორად, 2008 წლიდან იყო IRI საქართველოს პროგრამის დირექტორი.

1998-2008 წლებში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა დონის საარჩევნო კამპანიების კონსალტინგში და მენეჯმენტში ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოში, უნგრეთში, ლატვიაში, რუსეთში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

2009 წლის 6 თებერვალს დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად. 2009 წლის 8 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად