სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10489

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მეცნიერება
ბორის რჩეულიშვილი (1899-1942) გამომგონებელი(პირველი სატელევიზიო სიგნალები) დაბ. გორი ქართლი ბორის რჩეულიშვილი (1899-1942) გამომგონებელი(პირველი სატელევიზიო სიგნალები) დაბ. გორი ქართლი ბორის რჩეულიშვილი (1899-1942) გამომგონებელი(პირველი სატელევიზიო სიგნალები) დაბ. გორი ქართლი

1899-1942 წწ. გარდ. 43 წლის

ბმულის კოპირება

მეცნიერება

გვარი რჩეულიშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

51       ბეჭდვა

ბორის რჩეულიშვილი (1899-1942) გამომგონებელი(პირველი სატელევიზიო სიგნალები) დაბ. გორი ქართლი

ბორის რჩეულიშვილი, ბორის რჩეული  (შემოკლებული ფორმა), დაიბადა 10 აგვისტო, 1899 თბილისი გარდაიცვალა 10 თებერვალი, 1942  (42 წლის ასაკში) ლენინგრადში(რუსეთი)  ბლოკადის დროს. გამომგონებელი, სამხედრო პირი, ფიზიკოსი.


თბილისის ვერის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის წიგნის ჩანაწერიდან ვიგებთ, რომ ბორისის მშობლები არიან პირველი კავკასიური სასანგრე ბატალიონის შტაბს–კაპიტანი ალექსანდრე გრიგოლის ძე რჩეულოვი და მისი მეუღლე ოლღა სერგოს ასული. მოუნათლავთ 1900 წლის 23 მარტს, ნათლია ოპერის მომღერალი, უნიკალური ბასი ფეოდორ შალიაპინი ყოფილა. საქმე ისაა, რომ ბორისის მშობლები 1892-1894 წწ. გაწევრიანებულები იყვნენ "თბილისის მუსიკალურ წრეში" (Тифлисский музикальный кружок) და სწორედ იქ დაუახლოვდნენ დიდ მომღერალს. ალექსანდრე გრიგოლის ძე მღეროდა კიდეც სცენაზე. მისი სცენიური ფსევდონიმი იყო ა. სანინი. შალიაპინი ნათლულს არ ივიწყებდა, უგზავნიდა საჩუქრებსა და პორტრეტებს თავისი ავტოგრაფით.


1909 წელს ბორის რჩეულოვი პეტერბურგის ალექსანდრეს სახელობის კადეტთა კორპუსში ჩაირიცხა. იმ პერიოდისათვის მამამისი უკვე გადამდგარი იყო პოდპოლკოვნიკის ჩინით და ოჯახი პეტერბურგში ცხოვრობდა. კადეტები სამხედრო დისციპლინების გარდა სხვა საგნებსაც საფუძვლიანად სწავლობდნენ. ბორისი ელექტროტექნიკურ ინსტიტუტშიც ესწრებოდა ლექციებს. საბუნებისმეტყველო სფეროში მიღებულმა კარგმა განათლებამ ხელი შეუწყო მასში გამომგონებლის ნიჭის გაღვივებას

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ კადეტთა კორპუსი შრომის სკოლად გადაკეთდა. ბორის რჩეულოვმა 1918 წ. ეს სკოლა დაამთავრა და სწავლა პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში განაგრძო, მაგრამ სამოქალაქო ომთან დაკავშირებით სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. 1918-1920 წწ. სახელოსნოების უფროსის მოვალეობას ასრულებდა და ამავე დროს უძღვებოდა მე-7 არმიის პოლიტგანყოფილების ფოტოკინემატოგრაფიის ბიუროს. ამ პერიოდს ეკუთვნის მისი პირველი გამოგონება – "მოლაპარაკე კინემატოგრაფი". შემონახულია გამოგონების აღწერილობა, რომელიც 1919 წლის 10 დეკემბრითაა დათარიღებული. შეგახსენებთ, რომ პირველი ხმოვანი კინოთეატრი ლენინგრადში, პროფესორ ა. შორინის ხელმძღვანელობით შექმნილი აპარატურით, მხოლოდ 1929 წლის ოქტომბერში გაიხსნა.


1922 წელს მეცნიერმა რუსეთში დააპატენტა მაგნიტური ჩაწერის სისტემა (1922 г., патент № 3803, СССР), რომლის საშუალებითაც სატელევიზიო სიგნალი იწერებოდა ლითონის მავთულზე, ან ლითონის სხვა საგანზე. ამ მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელი გახდა ვიზუალური ხმოვანი სიგნალების აღწარმოება და მრავალ მიმღებზე ერთდროული მიღება. თავისი გამოგონებისთვის გამოიყენა ვოლდემარ პულსენის მიერ შექმნილი აპარატი ე. წ. "ტელეგრაფონი". ბორის რჩეულოვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ აპარატის მუშაობის პრინციპის გათვალისწინებით შესაძლებელი იქნებოდა სატელევიზიო სიგნალების მაგნიტურ სუბსტანციაზე ჩაწერა. აღსანიშნავია, რომ მისი გამოგონება პრაქტიკაში არასოდეს გამოყენებულა, თუმცა დღემდე ითვლება გამოსახულების მაგნიტური ხერხით ჩაწერის პირველ ნიმუშად.

1921-1922 წლებში ბორის რჩეულოვი ხელმძღვანელობდა უმაღლესი სამხედრო ავტოსაჯავშნო სკოლის სასწავლო ლაბორატორიას და ასწავლიდა ფიზიკას პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელში. რეზერვში გასვლის შემდეგ ჩაერთო სატელევიზიო სისტემების შემუშავებაში და ორი წლის შემდეგ გამოგონებათა კომიტეტში რამდენიმე კონსტრუქცია წარადგინა. სამეცნიერო საზოგადოება პროექტით დაინტერესდა და პროფესორ ა. პეტროვსკის ხელმძღვანელობით გარკვეული სამუშაოებიც ჩატარდა. კვლევების გაგრძელებას შესაბამისის ფინანსები სჭირდებოდა და მოულოდნელად დახმარების ხელი გამოუწოდა ცნობილმა მევიოლინემ იაშა ხეიფეცმა, რომელიც მისი კომპანიონი გახდა. სატელევიზიო აპარატზე მუშაობის დასამთავრებლად ფიზიკოსი ინგლისში გაემგზავრა და ცხრა თვის შემდეგ, 1927 წლის 15 სექტემბერს აქვე დააპატენტა თავის უნიკალური გამოგონება – ვიდეო–მაგნიტური ჩამწერი ხელსაწყო. სამწუხაროდ ამავე თვეში გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობა საბჭოთა კავშირსა და ინგლისს შორის, ბორის რჩეულოვს უარი უთხრეს ვიზის გაგრძელებაზე და იგი სამშობლოში დაბრუნდა.


XX საუკუნის 20–იანი წლების საბჭოთა კავშირში ბორის რჩეულოვის გამოგონებისათვის არავის ეცალა. გარკვეული პერიოდის მანძილზე ფიზიკოსი ამაოდ ცდილობდა სახელმწიფო ორგანოების დაინტერესებას, მერე კი იძულებული გახდა მუშაობა დაეწყო კონსტრუქტორად სატელეფონო ქარხანაში. სამუშაო ადგილს ხშირად იცვლიდა, მაგრამ სადაც არ უნდა ემუშავა, გამომგონებლის ნიჭსა და უნარს ყველგან ამჟღავნებდა.

ზემოთ დასახელებულთა გარდა ბორის რჩეულოვის სხვა მნიშვნელოვანი გამოგონებებია – ელექტროლიტური კონდენსატორი, კანიფოლით შევსებული სარჩილავი მავთული, სამხედრო დანიშნულების ელექტრონული მოწყობილობები და ტელევიზიისათვის განკუთვნილი ხელსაწყოები.

ბორის რჩეულოვი ლენინგრადში ბლოკადის დროს გარდაიცვალა. ამ ამბავს მის პირად საქმეში დაცული ცნობიდან ვიგებთ: "გაცემულია III რანგის სამხედრო ინჟინერ ბორის ალექსანდრეს ძე რჩეულოვზე მასზედ, რომ იგი 1942 წლის 5 თებერვლიდან სამკურნალოდ იმყოფებოდა სამხედრო ჰოსპიტალში N1014, სადაც 1942 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა".

რჩეულიშვილი – გორი, კარბი, სვენეთი, ქვეში

Борис Александрович Рчеулов (Рчеули) (1899 — 1942) — советский изобретательвоенный инженервоенинженер 3-го ранга.
Родился в семье офицера, штабс-капитана 1-го Кавказского сапёрного батальона Александра Григорьевича Рчеулова и жены его Ольги Сергеевны, православного вероисповедания; восприёмником был артист Императорской русской оперы дворянин Фёдор Иванович Шаляпин. Учился, служил и работал в Петрограде. К его проекту телевидения с фиксацией изображения и звука на стальном носителе в 1922 было привлечено внимание видных учёных и радиоспециалистов. Наряду с одобрением проекта, в критических отзывах отмечалось, что приборы Рчеулова позволят получать лишь грубые изображения небольшого размера. Такими и были изображения в первых передачах механического телевидения, проводившихся в АнглииСШАВеймарской республикеФранции и СССР в 1929-1931, соответствующие техническому уровню тех лет. Механическая развёртка в проекте Рчеулова была исторически бесперспективной, но в магнитной записи видеосигнала он опередил современников. Для реализации проекта Б. А. Рчеулов в конце 1926 выехал в Лондон, где нашел спонсора в лице знаменитого скрипача И. Р. Хейфеца. За границей он оформил патентные заявки в нескольких странах на систему телевидения с магнитной записью сигналов, и в домашних условиях выполнил некоторые эксперименты, консультируясь у профессоров Оксфордского университета. Вследствие разрыва дипломатических отношений СССР с Англией Б. А. Рчеулову было отказано в продлении визы, и в сентябре 1927 он вернулся на родину. Его попытки заинтересовать своим проектом государственные предприятия в СССР оказались безуспешными. Репрессирование отца создало проблемы с его трудоустройством. Как радиоинженер он был востребован в начале Великой Отечественной войны, призван в действующую армию и умер во время блокады Ленинграда. Находился на излечении в военном госпитале № 1014 с 5 февраля 1942, где и умер через 5 дней.
В 1922 году изобрёл систему записи на движущуюся железную ленту с катушкой для её намотки. Система магнитной видеозаписи была впервые запатентована 15 сентября 1924. С её помощью предлагалось осуществлять запись и воспроизведение визуальных и звуковых сигналов и одновременный приём на множество приёмников. Он также сделал несколько изобретений в области телефониифотографиителевиденияаэрофотосъемкирадиокомпонентовоптики и бытовой техники. Другие изобретения — электролитический конденсаторпаяльная проволока из припоя с сердцевиной, заполненной канифольюэлектронные устройства для военного применения.

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A0%D1%87%D0%B5%D1%83%D0%BB%D0%BE%D0%B2,_%D0%91%D0%BE%D1%80%D0%B8%D1%81_%D0%90%D0%BB%D0%B5%D0%BA%D1%81%D0%B0%D0%BD%D0%B4%D1%80%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87

https://rus.logobook.ru/prod_show.php?object_uid=2249812



https://www.computer-museum.ru/connect/tvrechis.htm




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 03.10.2021
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.10.2023
სულ რედაქტირებულია 3



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0