სულ ვიზიტორი : 6983454241
განთავსებული სტატია : 9190

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
კონსტანტინე დადეშქელიანი (1826-1857)  ფარი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთისგან კონსტანტინე დადეშქელიანი (1826-1857)  ფარი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთისგან კონსტანტინე დადეშქელიანი (1826-1857)  ფარი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთისგან
საინტერესო ადამიანები

მესტია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

175       ბეჭდვა

კონსტანტინე დადეშქელიანი (1826-1857) ფარი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთისგან

კონსტანტინე იყო ბალსქვემო სვანეთის უკანასკნელი თავადი .


კონსტანტინე დადეშქელიანი - ( 1826 - 1857 ) .კონსტანტინე დადეშქელიანი ,

( ციოყის ძე ) დაიბადა 1826 წელს სოფელ ფარში , ციოყ დადეშქელიანის ( ფარის თავადის ) ოჯახში .

კონსტანტინე დადეშქელიანი ბალს ქვემო სვანეთში ფარის თავადთა ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ თავადი იყო 1842 - 1857 წლებში . 1857 წელს რუსებმა თავადი კონსტანტინე შეიპყრეს და ქუთაისში წაიყვანეს . კონსტანტინეს უმთავრესი სურვილი იყო ტყვეობიდან დაღწევა და სვანეთში წასვლა რათა დამპყრობელთა წინააღმდეგ აჯანყებაზე ეზრუნა . ცნობილია რომ ტყვეობაში ყოფნისას თავად დადეშქელიანს რუსთა ერთ - ერთმა სარდალმა გაგარინმა შეურაცყოფა მიაყენა , სვანმა თავადმა ეს ვერ აიტანა იშიშვლა ხმალი მოკვეთა ჯერ მკლავი და მერე თავი გაგარინს და შემდეგ მისი სამი ჯარისკაციც მიწაზე გააგორა . კონსტანტინე მოახტა ცხენს და სვანეთისაკენ გასწია , მაგრამ სამწუხაროდ ის კვლავ შეიპყრეს და ქუთაისში სამხედრო ტრიბუნალზე დახვრიტეს . უდროოდ ჩაქრა ამ შეუპოვარი ვაჟკაცის სიცოცხლე , ვაჟკაცისა რომლის მთავარი მიზანი იყო სვანეთისა და სრულიად საქართველოს თავისუფლება . კონსტანტინე დადეშქელიანი გარდაიცვალა 31 წლის ასაკში .

კონსტანტინე დადეშქელიანის გვამი არქიელის გორაზე მიაბარეს მიწას , ამ ადგილას შემდეგ მისმა ცოლმა ააშენა წმინდა გიორგის ეკლესია . უსამართლობისათვის დადეშქელიანის თავგანწირული ბრძოლა და ვაჟკაცური სიკვდილი ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში გალექსილია შემდეგი სახით.

კონსტანტინე დადეშქელიანის ქება განთქმული ქვეყანაზეო , სვანეთიდგან წამოსულა გაჯავრებული გულზეო , გაგარინმა დაიბარა რაღაც სწრაფი საქმეზეო , ,, რუსეთში უნდა წახვიდე , ნახმობი ხარ რაცხაზეო " , ხემწიფისა ბრძანებაა , ვერ გადაუხვევთ განზეო , სამი ცხენი და ტროიკა მზათ არის ეზლავ კარზეო , _ სვანეთიდგან ჩამევედი , მოვალ პირდაპირ შენთანაო შვილები მყავს სასწავლებლათ , არ ვყოფილვარ არც ერთთანო , წავალ და მათ ვინახულებ , მალე მოვალ თქვენთანაო , _ მე აქედგან ვერ გაგიშობ , ნუ მენდური მაგაზეო , შენ სვანი ხარ , არ გეძრახვის , გაიპარები გზაზეო . ეს რომ კონსტანტინს მოესმა , ხელი გაისვა ხმალზეო , _ მე სვანი ვარ , არ მეკადრის , უნდა გავიდე გვარზეო . გაგარინს შემოუქნია , თავი მოსთალა მხარზეო , სამი კაცი რომ მოუკლა , ხმალი გაუტყდა შვაზეო , მივა და გულზე მიიკრავს და გადაკოცნის ტარზეო , შენ რომ მთელი დამრჩენოდი , შევასრულებდი ცხრაზეო , ყველა გაფანტ - გამოფანტა , ერთი სტოლ ქვეშ შეუძვრესო , კონსტანტინე გამევიდა , უნდა რიონში ჩავარდესო , _ მე რომ წყალში ჩავვარდე , სირცხცილია ჩემ თავსაო . მივა და ძალით შესტეხავს ვიღაც ბაქრაძის სახლსაო , ქალები აკივლდებიან _ ვინ შემოვარდა ესაო , ვაი რა ბედი გვეწვია ჩვენ უბედურებს დღესაო . _ თქვენ , დებო , ნუ გეშინათ , მე არ გიშავებთ არაფერს , მტრისგან გამოვქცეულვარ , თორემ გაიგებთ ყველაფერს . წყალში ქუდი გადააგდო , ეგებ ვეგონო დამხრჩვალიო , მაგრამ იმ ურჯულოებმა იქ მიაყენეს მთლად ჯარიო , მაშინა თქვა კონსტანტინემ : ნეტავი სვანეთის მთაზე მთაზე დამსვაო , ჯარი ისე დამხვია , როგორც ბალანი თავსაო , ასი კაცი ხელს უკრავდა , ვერ გაგვექცევი ვერსადო , გაგარინის თავის მოცლა შენ დაგიჯდება ფასადო , ხელმწიფისა ბრძანებაა კონსტანტინე დახვრიტეთო , ქალი - კაცი გაიყვანეთ სულყველას დაანახვეთო , გაიყვანეს კონსტანტინე , ზე მიაკრეს ხეზედაო , თვალებიდგან ცეცხლს აფრქვევდა ძველენურის ფერზედაო , ხუთი ტყვია შუბლში დაჰკრეს , ათჯერ მეტი ფერდზედაო . პირისახე უცინოდა , თხილის კაკალი ეგონა .



დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ნიკიტა თალაკვაძე 1873-1933წწ მართმ. დეკანოზი დაბ. სოფ. ასკანა ოზურგეთი გურია

2 0


პაპავა ვლადიმერ დაბ.1955 აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ სამეგრელო

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957 ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


საინტერესო ადამიანები


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა