სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
კარლო ბაკურაძე 1927წ. მხატვარი. რესტავრატორი ქ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ბაკურაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

85       ბეჭდვა

კარლო ბაკურაძე 1927წ. მხატვარი. რესტავრატორი ქ. თბილისი.

კარლო ბაკურაძე 1927

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია ქანდაკების სპეციალობით 1952 წელს.

1954 წლიდან მუშაობდა მხატვარ-რესტავროტარად, ამავე წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. მოღვაწეობდა როგორც ფერმწერი(უმთავრესად მოზაიკის დარგში) და მოქანდაკე; გაამაგრა და აღადგინა გელათის (1957), მარტვილის (1958–1959), მანგლისის (1960), ვარძიის (1960–1961), ატენის სიონის (1960–1961), სამთავროს (1961), სამთავისის (1961), ბიჭვინთის (1963), ყინწვისის (1963-1965), ალავერდის (1965–1969) ტიმოთესუბნის (1969–1970), ალვანის იოანე ნათლისმცემლის(1975), ძველი შუამთის(1975), ზემო კრიხის(1977), ბეთანიის (1979-1980), ნიკორწმინდის (1991, მიწისძვრის შემდეგ), რუისპირის წმ. შიოს (1992–1993) და სხვა ეკლესიების კედლის მხატვრობა; 1986-1990წწ. მუშაობდა გელათის მოზაიკის აღდგენა-გამაგრბაზე. მან შექმნა შოთა რუსთაველის(მწერალთა კავშირი, 1959), დავით აღმაშენებლის (თბილისის სასულიერო აკადემია, 1986), გიორგი ჩუბინაშვილის (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი, 1987) პორტრეტები (მოზაიკა), გიორგი ჩუბინაშვილის ბიუსტი(თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო) და სხვ. შესრულებული აქვს ფრესკის პირები. 1979 წელს საერთაშორისო საატესტაციო კომისიამ ოთარ ბაკურაძეს მიანიჭა უმაღლესი კატეგორიის მხატვარ-რესტავრატორის საპატიო წოდება. მხატვარ-რესტავრატორი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.338

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - უმაღლესი კატეგორიის მხატვარ–რესტავრატორი
  • 1974 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


ბაკურაძე ირაკლი გიორგის ძე მართლმ. მღვდელი 1892-1917წწ მოღვ. სოფ. ვარციხე, ბაღდათი. სოფ. ფარცხანაყანევი წყალტუბო

2 0

ტიმოთე გიორგის ძე ბაკურაძე 1868-1920წწ დეკანოზი დაბ. სოფ კისისხევი (თელავი)

2 0

ნესტორ ბაკურაძე ნიკოლოზის ძე 1861-1931წწ მართლ. მღვდელი დაბ. სოფ. ზნაკვა, ამბროლაური დაკრძ. თელავი

2 0

ბაკურაძე - გვარის 28 ღვთისმსახური

1 0

ბაკურაძე სვიმონი 1862-1937წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ჯვარისა, ამბროლაური

2 0

ვლადიმერ ბაკურაძე, (კახა) 1962წ პოლიციის გენერალი. ქუთაისი, იმერეთი.

1 0