სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12225

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
დემურ ბაშელეიშვილი 1943წ.  მხატვარი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი,  დაბ. სამტრედია,  იმერეთი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ბაშელეიშვილი სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

2       ბეჭდვა

დემურ ბაშელეიშვილი 1943წ. მხატვარი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, დაბ. სამტრედია, იმერეთი.

დემურ ბაშელეიშვილი 1943 წელი


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის  ფერწერის ფაკულტეტი და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

1973-1975წწ. გაზეთი "მალადიოჟ გრუზიის" კორესპოდენტი; 1975-1981წწ. სამეცნიერო-კვლევითი პროგრამებით მუშაობდა ავსტრიაში, პოლონეთში, გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიაში, რუსეთსა და ბელორუსში; 1976-1981წწ. გაზეთ "სოფლის ცხოვრების" განყოფილების გამგე; 1981-1987წწ. ჟურნალ "პარტიული სიტყვის", განყოფილების გამგე; 1990-2000წწ. გაზეთ "პეგასის" დამფუძნებელი, მთავარი რედაქტორი; 1992-2003წწ. საქართველოს სახელოვნებო აკადემიის რექტორი; 1994-1995წწ. დამასკოს საერთაშორისო გამოფენის საქართველოს ექსპოზიციის დირექტორი; 1995-2000წწ. საქართველოს ინტელექტუალთა ლიგა, პრეზიდენტი; საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის კავკასიის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომისიის წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნების" (2012-2013) და "ქართული ოცნება-მრეწველების" (2013-2016) წევრი. არის 400-ზე მეტი ფერწერული და გრაფიკული ნაწარმოების ავტორი, რომელთა დიდი ნაწილი ინახება მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის გალერერეებში, მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. მისი მონუმენტური ნამუშევრები საქართველოს, ევროპისა და აზიის მრავალ ქალაქშია. არის 70 სამეცნიერო ნაშრომის, 10 გამოგონების, 500-ზე მეტი პუბლიკაციისა და ნარკვევის, პოეტური და პროზაული წიგნების ავტორი, 12 სამეცნიერო გამოკვლევის რედაქტორი. ხუთჯერ მიენიჭა პირველი პრემიის ლაურეატის და ორჯერ - "წლის საუკეთესო მხატვრის" საპატიო წოდებები; სახვითი ხელოვნების პროფესორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 87


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის მეცნიერების, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტი (საფრანგეთი), თავმჯდომარე (2005-2011)
  • საქართველოს დარგობრივ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთა საბჭო, თავმჯდომარე (2000-)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, თავმჯდომარე (2003-)
  • საქართველოს მხატვართა ფედერაცია, თავმჯდომარე (2003-)
  • საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი, პრეზიდენტი (1995-)
  • ქართული სწორმეტყველების აკადემიური საბჭო, თავმჯდომარე (2003-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - მედალი "მშვიდობიანი კავკასიისთვის"
  • 2000 - ღირსების ორდენი
  • ნიკო ფიროსმანის სახელობის პრემია
  • საქართველოს დამსახურებული მხატვარი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.01.2020
ბოლო რედაქტირება 04.01.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0