სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12225

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ბესო ბესელია 1944წ.  მხატვარი, პედაგოგი,სოფ. ნოსირი, სენაკი სამეგრელო.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ბესელია სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

1       ბეჭდვა

ბესო ბესელია 1944წ. მხატვარი, პედაგოგი,სოფ. ნოსირი, სენაკი სამეგრელო.

ბესო ბესელია 1944


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნოსირი, სენაკის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1970 წელს.

1970-1972წწ. იყო თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის პედაგოგი. 1974 წელს ბათუმის ნ. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის პედაგოგი. 1995 წლიდან აჭარის ხელოვნების მუზეუმის კოორდინატორი; 1996-2006წწ. ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების კათედრის გამგე. არის 18 სპექტაკლის დამდგმელი მხატვარი;


გაფორმებული აქვს წიგნები. მიღებული აქვს მონაწილეობა რესპუბლიკურ, საკავშირო, საერთაშორისო გამოფენებში: თბილისში (1971), მოსკოვში (1971, 1973, 1981), ლენინგრადსა (1972) და სტამბულში (1996); გამართული აქვს პერსონალური გამოფენები ბათუმში (1999-2006). ძირითადი ნამუშევრები: "1921 წელი" (1971), "ნიკორწმინდა" (1987), "ლიტანიობა" (1981), "ნოსტალგია" (1990), "მუსიკა" (1993), "ქართული ტაძრები" (2000), "ლიკანი" (2002), "ბათუმელები" (2004). ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი.

 წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.77; batu.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირი, წევრი (1982-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1974-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0