ნანა ბოტკოველი (1938-2001)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თელავი.
თბილისის სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის კერამიკის განყოფილება 1964 დაამთავრა.
1964–1974წწ. იყო ბრინჯაოს პერიოდის არქეოლოგიური ექსპედიციების მხატვრი; 1965 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. მნიშვნელოვანი კერამიკული ნამუშევრებია: "თამარი", "კათხა"(თიხა, ჭიქური 1966 წელი), "კახეთი"(დეკორატიული დოქი, თიხა, ჭიქური 1968 წელი), "ცხრა ძმა ხერხეულიძე"(მარანი, თიხა, ტერაკოტა 1981 წელი) და სხვ. კერამიკოსი.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.473
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სსრკ მხატვართა კავშირი, წევრი (1967-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1975 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
ნანა ბოტკოველი (დ. 27 აგვისტო, 1938-2001) – საქართველოს დამსახურებული მხატვარი. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი, კერამიკის განყოფილება). 1964 — 1974 წლებში მონაწილეობდა ბრინჯაოს პერიოდის არქეოლოგიურ ექსპედიციებში მხატვრად.1965 წლიდან მონაწილეობას იღებდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში (იტალია, საფრანგეთი, გდრ, გფრ, შვედეთი, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, ფინეთი, იუგოსლავია, განა, საბერძნეთი და სხვ.). დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.