სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გიორგი გორდელაძე 1912-1990წწ.  მხატვარი, დაბ. ქ. თბილისი.

1912-1990 წწ. გარდ. 78 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი გორდელაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

328       ბეჭდვა

გიორგი გორდელაძე 1912-1990წწ. მხატვარი, დაბ. ქ. თბილისი.

გიორგი გორდელაძე (1912-1990)

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1940 წელს.

1968 წლიდან იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1944 წლიდან. იყო ნაყოფიერი გრაფიკოს-ილუსტრატორი, გამომცემლობა "სახელგამის" (1933–1968) და "ნაკადულის" (1968–1970) მთავარი მხატვარი. მხატვრულად გააფორმა წიგნები: "დედაენა" (1955), გ. ჩუბინაშვილის "ქართული ოქრომჭედლობა" (ალბომი), "ვეფხისტყაოსნის დასურათება" (ორ წიგნად), ა. ანტონოვსკაიას "დიდი მოურავი", დ. გურამიშვილის "დავითიანი", რ. დანიბეგაშვილის "თვრამეტი წელი აზიის ქვეყნებში", მ. ჯავახიშვილის "არსენა მარაბდელი", ა. ფურცელაძის "მაცი ხვიტია", ზღაპარი "ნაცარქექია" და სხვ. წარმატებით მუშაობდა დაზგურ გრაფიკასა და ფერწერაში. შექმნა ისტორიულ პირთა პორტრეტები. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: "ჭიდაობა ანანურში" (1957), "ცხრა ძმა ხერხეულიძე" (1964), "დავით აღმაშენებელი" (1980), "მეფე ერეკლე II" (1982), "თამარ მეფე ვარძიაში" (1987) და სხვ. საერთო აღიარება მოიპოვა მხატვრის მიერ შექმნილმა პლაკატებმა: "ტელეხედვა სვანეთში", "ოცნება და სინამდვილე", "ტყე ჩვენი სიმდიდრეა" და სხვ. გიორგი გორდელაძე წლების მანძილზე მუშაობდა ქართულ შრიფტზე. ავტორია ქართული, რუსული და ლათინური შრიფტის ორიგინალური ნიმუშებისა. პროფესორი (1988), გრაფიკოსი.

წყარო: საქართველო : ენციკლოპედია : georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 26.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0