კონსტანტინე გრძელიშვილი (1902-1970)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1927 წელს.
1938 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1927 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; მისი შემოქმედების ძირითადი თემაა საქართველოს ბუნება, მისი არქიტექურული ძეგლები: "ძველი თბილისი" (1945), "ქართლის პეიზაჟი" (1950), "გორის ხედი"(1938), "დუშეთი" (1957), "ქართლი" (1962); ასევე აქვს ისტორიულ და პოლიტიკურ თემებზე შექმნილი სურათები: "კრაკოვის კონფერენცია" (1938), "საკუთარი კერის დაცვა" (1943); დაჯილდოებულია მედლებითა და სიგელებით. დოცენტი, პროფესორი. ფერმწერი.
წყარო: მამულიშვილთა სავანე/ ე. ბაბუნაშვილი. - თბ., 1994. -გვ. 115
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1962 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე