სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები
ფილიპ ოსიპეს ძე პაულუჩი(1779-1849) საქართველოს მთავარმართებელი მოდენა იტალია
ბმულის კოპირება

საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

ფილიპ ოსიპეს ძე პაულუჩი(1779-1849) საქართველოს მთავარმართებელი მოდენა იტალია

ფილიპ ოსიპეს ძე პაულუჩი (დ. 1779მოდენა — გ. 25 იანვარი1849ნიცა) — საფრანგეთის და რუსეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მთავარმართებელი ივლისი 1811 - თებერვალი 1812 წწ.

იგი წარმოშობით იტალიელი იყო, საფრანგეთიდან ნაპოლეონის მმართველობას გამოექცა და თავი რუსეთს შეაფარა. წარმატებულმა სამხედრო კარიერამ მისი კავკასიაში გაგზავნა განაპირობა. ის დისციპლინის მოყვარული პიროვნება იყო და ძნელად ეგუებოდა რუსულ ბიუროკრატიულ სისტემას. 1811 წლის სექტემბერში დაინიშნა საქართველოს მთავარმართებლად. დანიშვნისთანავე მექრთამეობასა და ჯარში ფეხმოკიდებულ ლოთობას ბრძოლა გამოუცხადა. თუმცა, რუსული ენის არცოდნის გამო საკუთარ მოხელეებთანაც თარჯიმნის დახმარებით უწევდა ურთიერთობა და შეცდომებსაც უშვებდა. მან 30000-იანი არმიის გამოკვება მთლიანად ადგილობრივ მოსახლეობას დააკისრა, რასაც 1812 წლის კახეთის აჯანყება მოჰყვა. აჯანყების გაძლიერების გამო პაულუჩი რუსეთ-ირანის ფრონტიდან დაბრუნდა და რუსეთის ჯარს ჩაუდგა სათავეში. 1812 წლის მარტში, ჩუმლაყთან, დაამარცხა კახელი აჯანყებულები და ტყვედ ჩაიგდო გრიგოლ ბაგრატიონი. მიუხედავად გამარჯვებისა, პაულუჩი იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო. კახეთში გაუქმდა კაპიტან-ისპრავნიკების თანამდებობა და მოურავობა აღდგა. სამხედრო წარუმატებლობის შემდეგ პაულუჩიმ აჯანყებულებთან მოლაპარაკების გამართვა სცადა. დაპირდა მათ ამნისტიას, რეფორმების გატარებას. ეს დაპირებანი მთავარმართებლის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებად მიიჩნიეს და პეტერბურგმა იგი უკან გაიწვია. 1812 წლის აპრილში ის გენერალმა რტიშჩევმა შეცვალა. აღსანიშნავია, რომ კახეთის თავადაზნაურობამ იმპერატორს მისი დატოვებაც კი თხოვა, მაგრამ უშედეგოდ.

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9E_%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A9%E1%83%98


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0