სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები
ივანე თედორეს ძე პასკევიჩი(1782-1856) საქართველოს მთავარმართებელი დაბ. პოლტავა უკრაინა

1782-1856 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

ივანე თედორეს ძე პასკევიჩი(1782-1856) საქართველოს მთავარმართებელი დაბ. პოლტავა უკრაინა

ივანე თედორეს ძე პასკევიჩი (რუს. Иван Фёдорович Паскевич) (დ. 19 მაისი [ ძვ. სტ. 8 მაისი]1782პოლტავა — გ. 1 თებერვალი [ ძვ. სტ. 20 იანვარი]1856ვარშავა), საქართველოს მთავარმართებელი  მარტი 28 მარტი 1827 - 12 სექტემბერი 1831 წწწარმოშობით უკრაინელი, რუსეთის იმპერიის სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი (1829), გენერალ-ადიუტანტი (1825). გამარჯვებებისთვის ერევნის გრაფის წოდება მიენიჭა 1828 წელს და ვარშავის პრინცის — 1831 წელს.


1825 წელს მეთაურობდა კორპუსს. იყო დეკაბრისტების საქმის უმაღლესი სასამართლოს წევრი. 1826 წელს ამიერკავკასიის ჯარების სარდალი გახდა, 1827 წლის 28 მარტს დაინიშნა კავკასიის კორპუსის მთავარსარდლად (რუს. главнокомандующий отдельным Кавказским корпусом). რუსეთ-ირანის 1826-1828 და რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომების დროს კავკასიის ჯარების მთავარსარდალი იყო. 1827 წლის 6 ნოემბერს მოლაპარაკებაზე იმყოფებოდა აბას-მირზასთან. ხელმძღვანელობდა პოლონეთის 1830-1831 წლების აჯანყების ჩახშობას, რის შემდეგაც პოლონეთის სამეფოს მეფისნაცვლად დაინიშნა. ატარებდა ეროვნული ჩაგვრისა და რუსიფიკაციის კურსს. უნგრეთის 1848-1849 წლების რევოლუციის ჩახშობის დროს სარდლობდა რუსეთის არმიას. ყირიმის ომში (1853-1856) დასავლეთ საზღვრებზე მოქმედი ჯარებისა და დუნაის არმიის (1853-1854) მთავარსარდალი იყო.


 https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94_%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A9%E1%83%98



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 30.10.2022
სულ რედაქტირებულია 2





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0