სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები
ევგენი ალექსანდრეს ძე გოლოვინი (1782-1858) კავკასიის მთავარმართებელი რუსეთი
ბმულის კოპირება

საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები

გვარი გოლოვინი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

44       ბეჭდვა

ევგენი ალექსანდრეს ძე გოლოვინი (1782-1858) კავკასიის მთავარმართებელი რუსეთი

ევგენი ალექსანდრეს ძე გოლოვინი (რუს. Евге́ний Алекса́ндрович Голови́н; დ. 1782 — გ. 27 ივნისი1858) — რუსეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, კავკასიის მთავარმართებელი 30 ნოემბერი 1837 - 25 ოქტომბერი 1842 წწ., რუსეთის იმპერიის არმიის ინფანტერიის გენერალი (1839).დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი1797 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. მონაწილეობდა საფრანგეთ-რუსეთის (1812), რუსეთ-ოსმალეთის ომებში (1806-1812; 1828-1829). 1838-1842 წლებში მეთაურობდა ცალკეულ კავკასიის კორპუსს. ატარებდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას. განამტკიცა რუსული გავლენა კავკასიაზე. აქტიურ საომარ ოპერაციებს მართავდა შამილის წინააღმდეგ. ხელმძღვანელობდა გზათა მშენებლობასა და სიმაგრეთა აგებას შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს სამხედრო გზაზე, ჩაჩნეთსა და დაღესტანში. 1838 წლის მაისში საძირკველი ჩაუყარა ნოვოროსიისკის ნავსადგურის მშენებლობას. მისი მმართველობის დროს, 1841 წელს, იფეთქა გურიის გლეხთა აჯანყებამ, რომელიც სასტიკად ჩაახშეს. აჯანყების მეთაურების მიმართ მთავარმართებლის დაკავმიერ გამოტანილი განაჩენი იმდენად მკაცრი იყო, რომ ნიკოლოზ I-მა იგი საგრძნობლად შეარბილა. 1845-1848 წლებში ბალტიისპირეთის გენერალ-გუბერნატორი იყო. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე მისი სახელი ერქვა ახლანდელი რუსთაველის პროსპექტს.

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%95%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98_%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0