სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები
ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი(1881-1954) სეიმი თავჯდომარე მარტვილი სამეგრელო
ბმულის კოპირება

საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები

გვარი გეგეჭკორი სია

მარტვილი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი(1881-1954) სეიმი თავჯდომარე მარტვილი სამეგრელო

ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი (დ. 1 თებერვალი [ ძვ. სტ. 20 იანვარი]1881მარტვილი — გ. 5 ივნისი1954პარიზი) — მენშევიკი1907–1912 III სახელმწიფო სათათბიროს წევრი ქუთაისის გუბერნიიდან. ს–დ ფრაქციის ერთ–ერთი ლიდერი.

1902 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1906 წელს. 1903 წლიდან ევგენი გეგეჭკორი გაწევრიანდა რსდმპ-ში. 1903-1904 წლებში იგი აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში. ევგენი გეგეჭკორი არჩეული იყო მე-3 მოწვევის სახელმწიფო დუმის ქუთაისის გუბერნიის დეპუტატად და სისტემატურად თანამშრომლობდა ლეგალურ სოციალ-დემოკრატიულ გამომცემლობებთან.იყო სდ ფრაქციის ერთ–ერთი ლიდერი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის პერიოდში ევგენი გეგეჭკორი დაინიშნა ქუთაისის გუბერნიის დროებითი მთავრობის კომისარად. აგრეთვე, იყო ამიერკავკასიის მენშევიკ-ესერთა პირველი მოწვევის ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარე. 1917 წლის 28 ნოემბრიდან იყო ამიერკავკასიის კომისარიატის (სეიმი) პირველი თავმჯდომარე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში იგი აქტიურად იბრძოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ. 1918 წლის 2 ივნისს გეგეჭკორი დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად, ხოლო 1919 წლის 12 მარტის დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, გეგეჭკორმა დაიკავა ჯერ საგარეო საქმეთა, ხოლო შემდეგ - 1921 წელს - იუსტიციის მინისტრის პოსტი. 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ევგენი გეგეჭკორმა მენშევიკურ მთავრობასთან ერთად დატოვა საქართველო. ჰყავდა შვილი, სოსიკო, რომელიც გარდაიცვალა 16 წლის ასაკში, პარიზში. 1921 წლიდან თეთრი ემიგრანტი.

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%95%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98_%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%94%E1%83%AD%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0