სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10608

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები
აკაკი ჩხენკელი (1874-1959) ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე ხონი იმერეთი
ბმულის კოპირება

საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები

გვარი ჩხენკელი სია

ხონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

50       ბეჭდვა

აკაკი ჩხენკელი (1874-1959) ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე ხონი იმერეთი

აკაკი ჩხენკელი (დ. 1874 — გ. 5 იანვარი1959) — ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე 1918 წლის 22 აპრილიდან - 26 მაისამდე ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, იურისტი და პუბლიცისტი, მენშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი რუსეთსა და საქართველოში.

1898 წლიდან ჩაება სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში, იყო მესამე დასის წევრი. 1890-იან წლებში დასმა საზღვარგარეთ გაგზავნა სწავლის მისაღებად. 1912 წელს აირჩიეს მეოთხე მოწვევის რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დუმაში ბათუმისა და ყარსის ოლქებიდან და სოხუმის ოკრუგიდან. შედიოდა სათათბიროს სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. ერთ-ერთი პირველი ქართველი მენშევიკია, რომელიც გამოდიოდა ეროვნულ-კულტურულ ავტონომიის მოთხოვნით. 1914 წელს მონაწილეობდა ბრიუსელის თათბირში, რომელიც მოიწვია საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიულმა ბიურომ. 1917 წელს დროებით მთავრობის წარმომადგენელია ამიერკავკასიაში, ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის მეთაურის სახით. 1917-1918 წლებში საქართველოს ეროვნული საბჭოს და მისი აღმასკომის წევრი. ამიერკავკასიის კომისარიატის შინაგან საქმეთა მინისტრია 1917-1918 წლებში. 1918 წლის აპრილში იყო ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მეთაური. 1919-1921 წლებში იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, 1921 წლის იანვრიდან საქართველოს დესპანია საფრანგეთში. იმავე წლიდან ემიგრაციაშია.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0