სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10531

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები
ფილიპე მახარაძე 1868-1941) რევკომის ლიდერი სოფ.გონებისკარი ოზურგეთი გურია

1868-1941 წწ. გარდ. 73 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები

გვარი მახარაძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

70       ბეჭდვა

ფილიპე მახარაძე 1868-1941) რევკომის ლიდერი სოფ.გონებისკარი ოზურგეთი გურია

ფილიპე მახარაძე (დ. 9 მარტი1868; — გ. 10 დეკემბერი1941საქართველოს რევოლუციურო კომიტეტის (რევკომილიდერი 


1921 . 16 II  7 VII;  საქართველოს კომპარტიის ლიდერი 1921-1923 წწქართველი ბოლშევიკი, რევოლუციონერი და საბჭოთა პარტიული მოღვაწე. ფილიპე მახარაძე დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ ფაშარში (კარისყურეში). ესაა ამჟამინდელი სოფელი გონებისკარი, სადაც შემორჩენილია სახლი, რომელშიც ფილიპე მახარაძე დაიბადა. მის მამას, მღვდელ ესე მახარაძეს განათლება ჰქონდა მიღებული, ამიტომ 10 წლის ფილიპე 1877 წელს მშობლებმა სასწავლებლად მიაბარეს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში.


ამ დროს იქ სწავლობდნენ ეგნატე ნინოშვილი და სილიბისტრო ჯიბლაძე1884 წელს, მახარაძე გადავიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის თვითგანვითარების წრეებში მახარაძემ შეისწავლა დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის, ბელინსკის, პისარევის და სხვათა თხზულებანი. სემინარიის ადმინისტრაცია ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა არ მიეცათ მოსწავლეებისთვის საშუალება აკრძალული წიგნების კითხვისა და წრეების მოწყობისა, მაგრამ სემინარიის ადმინისტრაციის რეჟიმს საწინააღმდეგო შედეგები მოჰქონდა - დაიწყო მოსწავლეთა მღელვარება. 1886 წლის 24 მაისს, მოსწავლე იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა რექტორი ჩუდეცკი. ამ აქტს მოჰყვა მოსწავლეთა მასიური გარიცხვა, რომელთა სიაში იყო ფილიპე მახარაძეც, მაგრამ ინსპექტორის თავდებობით იგი დატოვეს სემინარიაში. 1889 წელს მახარაძე გადავიდა სემინარიის უკანასკნელ მე-6 კლასში, ამ დროს იგი სათავეში ჩაუდგა სემინარიის მოსწავლეთა მოძრაობას, რომელიც მიმართული იყო ახლადდანიშნული რექტორის მკაცრი რეჟიმის წინააღმდეგ. მას დაუწერეს ნიშანი 4 და დაუხშეს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. მახარაძემ ს. მიქაძემ, ვლ. დარჩიაშვილმა და სხვებმა გაგზავნეს საბუთები ვარშავის ვეტერიანრულ ინსტიტუტში, საიდანაც მიიღო დადებითი პასუხი ჩარიცხვის შესახებ და 1891 წლის აგვისტოში გემ „პუშკინით“ ოდესიდან ვარშავაში გაემგზავრა.

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94_%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 12.12.2022
სულ რედაქტირებულია 1





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0