სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
დიმიტრი ერმაკოვი 1846-1916წწ. კოლექციონერი, მხატვარი, ფოტოგრაფი, დაბ. ქ.თბილისი.

1846-1916 წწ. გარდ. 70 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ერმაკოვი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

309       ბეჭდვა

დიმიტრი ერმაკოვი 1846-1916წწ. კოლექციონერი, მხატვარი, ფოტოგრაფი, დაბ. ქ.თბილისი.

დიმიტრი ერმაკოვი (1846-1916)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ფოტოგრაფირება დაიწყო 1866 წლიდან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართველი ერის მატერიალური კულტურის ძეგლების შესწავლის, შეკრებისა და ფიქსირების საქმეში. 1870 წელს რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებისათვის ტრაბზონიდან(თურქეთი) პეტერბურგში გაგზავნა თორთუმის ოლქში გადაღებული სურათები, ეს არის სამხრეთ საქართველოში არსებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების პირველი ფოტოფიქსაცია. 1880 წელს თბილისში, სასახლის ქუჩაზე(ახლანდელი შოთა რუსთაველის გამზირი) გახსნა ფოტოატელიე. 1897 წელს აირჩიეს ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად, 1912 წელს–ამავე საზოგადოების დამფუძნებელ წევრად, 1907 წელს–მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრად.


1910 წელს მონაწილეობდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მოწყობილ ლეჩხუმ-სვანეთის ექსპედიციაში, გადაიღო 900-მდე ფოტოსურათი(მ. შ. იყო ის ძეგლებიც, რომლებიც შემდგომ განადგურდა). დიმიტრი ერმაკოვმა განსაკუთრებული სიყვარულითა და მაღალი პროფესიონალიზმით ასახა ფოტოფირებზე ძველი თბილისის ხედები, ქუჩები, მოედნები, ცალკეული შენობა-ნაგებობანი, დუქან-სახელოსნოები, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები. მისი ნამუშევრები ნათელ წარმოდგენას გვიქმნის XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის ქართულ ყოფაზე. დიმიტრი ერმაკოვის ფოტონეგატივები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმსა და შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. 


წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.66

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილება, წევრი (1907-)
  • ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკასიის საზოგადოება, წევრ-კორესპონდენტი (1897-)
  • ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკასიის საზოგადოება, დამფუძნებელი წევრი (1912-)

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 25.04.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0