სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
თამაზ ვარვარიძე 1945წ. მხატვარი, პედაგოგი,  დაბ. ქ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ვარვარიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

301       ბეჭდვა

თამაზ ვარვარიძე 1945წ. მხატვარი, პედაგოგი, დაბ. ქ. თბილისი.

თამაზ ვარვარიძე 1945


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1964 წელს1970 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი.

1989-1993წწ. ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის პედაგოგი; სამხატვრო აკადემიის პროფესორი, გრაფიკის მიმართულების ხელმძღვანელი. 1968 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. პერსონალური გამოფენები: ქართული კულტურის ცენტრი მზიური (1992, მოსკოვი, რუსეთი), International Images Art Gallery (1997, სევიკლი, აშშ); ჯგუფური გამოფენები: პლაკატის მე-5-ე საკავშირო გამოფენა (1976, მინსკი, ბელორუსია), ესტამპის მე-16-ე საერთაშორისო გამოფენა (კანაგავა, იაპონია, 1990), საქართველოს ხელოვნება, ფრანშ კონტე, ტურენ ლა გროსი, ბელგია, 1993), Modern Art CentreTessandra (ჰააგა, ნიდერლანდები), 


ხელოვნების აკადემია (თეირანი, ირანი, 2007), Gallery Plaza Dali (მადრიდი, ესპანეთი, 2009) და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ეროვნული გალერეაში, ზიმერლის ხელოვნების მუზეუმში (ნიუ ჯერსი, აშშ), International Images გალერეაში (აშშ), გრაფიკული დიზაინის ნაციონალური კოლექციაში (ლისტოუელი, ირლანდია), კანაგავას თანამედროვე გრაფიკული ხელოვნების მუზეუმში (იაპონია), ნორტონ დოჯის (აშშ); გერდა ფონ ჰოფის (გერმანია) და სხვ., აგრეთვე კერძო კოლექციებში. მიღებული აქვს ჯილდოები: ბრნოს გრაფიკის საერთაშორისო ბიენალეს ბრინჯაოს მედალი (ჩეხოსლოვაკია, 1980), წლის საუკეთესო ნამუშევარი (1984, 1988), CIFA რეკლამის კავკასიის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (თბილისი, საქართველო, 2001), თბილისის წიგნის მე-4-ფესტივალი(საქართველო), საუკეთესო მხატვრული გაფორმება (2002), " Yellow Pencil" D&AD სტუდენტთა საერთაშორისო კონკურსი(ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 2006).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 125; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გრაფიკული დიზაინის ასოციაცია, პრეზიდენტი (1997-)
  • იუნესკოს მხატვართა საერთაშორისო ფედერაცია, წევრი (1994-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1974-)

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0