სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ოთარ ვეფხვაძე 1953წ. მხატვარი, პედაგოგი,დაბ.  ბორჯომი, ქართლი. ოთარ ვეფხვაძე 1953წ. მხატვარი, პედაგოგი,დაბ.  ბორჯომი, ქართლი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ვეფხვაძე სია

ბორჯომი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

45       ბეჭდვა

ოთარ ვეფხვაძე 1953წ. მხატვარი, პედაგოგი,დაბ. ბორჯომი, ქართლი.

ოთარ ვეფხვაძე 1953


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი 1975 წელს. 

1990-1992წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი; 1991 წელს ფენიქსის სამხატვრო უნივერსიტეტის (არიზონის შტატი, აშშ) პედაგოგი. არის ავტორი ნამუშევრებისა: "გაზაფხული" (1978), "ჰელლადოს" (პანო მიუსერას სამთავრობო აგარაკისათვის, 1986), "გელათი" (პიკასოს ვერცხლის მედალი ვალორისის კონკურსზე, 1981),


დეკორატიული ლარნაკი (პრიზი ინტერიერისთვის განკუთვნილი საუკეთესო კერამიკისთვის, ერფრუტი 1982), "უკვდავება" (1984). შეასრულა კერამიკული ნაწარმოებები სასტუმრო "გუდაურისთვის" (გუდაური, 1986); მონაწილეობდა მოსკოვის მეტროპოლიტენის სადგურ "პეტროვსკო-რაზუმოვსკის" გაფორმებაში (1989) და სხვა. იყო დამდგმელი მხატვარი ფილმებისა "მაცგი" (1986), "ხვეული კიბით" (2000). გამართული აქვს გამოფენები: თბილისი (1984, 1990); ნიუ-იორკი, ექსპრეს ავანგარდ გალერეა, (1990); ევროპის აკადემია ოტცენჰაუზენი, გერმანია (1993); Dagstul Palace, საარლანდი, გერმანია (1993); თეატრი "გრილო", ესენი, გერმანია, (1994), "ბალდენ პალასი", ესენი, გერმანია (1995). მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს ეროვნულ გალერეაში, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი), ბუდაპეშტის სახვითი ხელოვნების მუზეუმში, "ექსპრეს-ავანგარდ გალერეაში" (მოსკოვი) და სხვა. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.177; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1976-)

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 05.10.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.04.2023
სულ რედაქტირებულია 3


ერმოლაოზ ვეფხვაძე 1853-1933წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ლეღვანი (ხარაგაული)

2 0

ვეფხვაძე - გვარის 15 ღვთისმსახური

1 0

რევაზ ვეფხვაძე 1980-2004წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ხარაგაული

3 0


ალექსი ვეფხვაძე 1921-1982წწ. მხატვარი, ქ. თბილისი.

1 0


ივანე ვეფხვაძე 1888-1971წწ. მხატვარი.

1 0