სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ნინო ზაალიშვილი 1945-2013წწ. მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე,  დაბ. ქ. თბილისი.

1945-2013 წწ. გარდ. 68 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ზაალიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

48       ბეჭდვა

ნინო ზაალიშვილი 1945-2013წწ. მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე, დაბ. ქ. თბილისი.

ნინო ზაალიშვილი (1945-2013)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილება 1970 წელს, 1976 წელს კი პეტერბურგის რეპინის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი.

1970 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში; 1970-1972წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში;


1972 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის დოცენტია;  მუშაობდა სახვითი ხელოვნების მრავალ დარგში; გაფორმებული აქვს მრავალი ათეული წიგნი როგორც ქართველი მწერლების, ასევე უცხოელი ავტორების: ი. ცურტაველის "შუშანიკის წამება", უ. შექსპირი "რომეო და ჯულიეტა", "ქართული ზღაპრები", "ფრანგული ზღაპრები", ვ. ჰიუგო - "პარიზის ღვთისმშობლოს ტაძარი", ვ. ჰაუფის "ზღაპრები" და სხვ. შესრულებული აქვს ოფორტის სერიები: "შინ დარჩენილები", "რაღაც საიდუმლოებით დაფარული", "ბერძნული მოტივები", "მუსიკა ქუთაისის ბულვარში" და სხვ. შექმნილი აქვს ფერწერული ტილოები: "ბანოვანები არქეოპოლისიდან", "კარნავალი", "საზეიმო პროცესია". პლაკატები: "სერვანტესი", "მხატვრის კვირეული", "თ. აბაკელია", "საბერძნეთი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში" და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია  მოსკოვში, გერმანიის, ინგლისის, რუსეთის, საქართველოს კერძო კოლექციებში, ქუთაისის სამხატვრო გალერეაში.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 130

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, თავმჯდომარე (1996-)

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


ზაალიშვილი - გვარის 3 ღვთისმსახური

2 0

მიხეილ ზაალიშვილი ზაქარიას ძე 1858–1914 წწ გენერალ მაიორი, თიანეთი.

3 0


ალექსანდრე ზაალიშვილი 1959-22/09/93წწ დაკარგ. ბაბუშერა სოხუმი დაბ. რუსთავი

2 0


ნინო ზაალიშვილი 1903-1971წწ. მხატვარი, რუსეთი, დაბ. ქ. სტავროპოლი.

1 0


გელა ზაალიშვილი დ.1999წ. მსოფლიო ჩემპიონი ძიუდო

1 0

10 2 8