სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ალექსანდრ გუსტავ ფონ ზალცმანი 1874-1934წწ.  მხატვარი, ქ. თბილისი.

1874-1934 წწ. გარდ. 60 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი გუსტავ სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

305       ბეჭდვა

ალექსანდრ გუსტავ ფონ ზალცმანი 1874-1934წწ. მხატვარი, ქ. თბილისი.

ალექსანდრ გუსტავ ფონ ზალცმანი (1874-1934)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1892–1894წწ. სწავლობდა მოსკოვის, ლეო პასტერნაკის სახელობის კერძო სამხატვრო სტუდიაში, შემდეგ, სავარაუდოდ, ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში; 1898 წელს გაემგზავრა მიუნჰენში და სწავლა გააგრძელა სამხატვრო აკადემიაში, სახელგანთქმული სიმბოლისტი ხელოვანის ფრანც ფონ შტუკის სახელოსნოში; ამავე პერიოდში აქ სწავლობდა კანდინსკი, რომელსაც დაუმეგობრდა; 1911 წელს მონაწილეობდა გამოფენაში ვ. კანდინსკისა და ი. იავლენსკისთან ერთად; სწავლის პარალელურად მუშაობდა მიუნჰენის თეატრში და ახალგაზრდულ ჟურნალში მხატვრად; მუშაობდა დრეზდენის გალერეაში, მაგრამ არა როგორც მხატვარი, არამედ "განათების ინსპექტორი"; მან ელერუას საფესტივალო თეატრისათვის შეიმუშავა ულტრათანამედროვე მხატვრული განათების სისტემა; 1917 წელს საქართველოში, მშობლიურ თბილისში დაბრუნდა;


1917 წელს თავის მეუღლესთან, ბალერინა ჟანა ოლემანთან ერთად დააარსა მუსიკისა და ცეკვის სკოლა; პარალელურად, 1918–1919წწ. იყო თბილისის ოპერის თეატრის სამხატვრო ნაწილის ხელმძღვანელი; თანამშრომლობდა აგრეთვე გაზეთებთან, მათ შორის "ეშმაკის მათრახ"–თან; 1921 წელს გაემგზავრა პარიზში, სადაც მუშაობდა "ელისეის მინდვრების თეატრში", გააფორმა მეტერლინკის "პელეას და მელიზანდას" დადგმა, რომელიც მისი ერთ–ერთი გამორჩეული, ნოვატორული დადგმა იყო სწორედ სცენის მხატვრული განათების თვალსაზრისით; მას "განათების მეფეს" უწოდებდნენ; 1919 კომპოზიტორმა ტომას ფონ ჰარტმანმა გააცნო გურჯიევი, რომლის იდეების მიმდევარი გახდა ისიც და მისი მეუღლეც; ისინი შეუერთდნენ ფილოსოფოს–მისტიკოსის, მკურნალი–ჰიპნოზიორის, გურჯიევის (გიორგი ივანეს ძე) ჯგუფს; ზალცმანი იყო ერთ–ერთი მიმდევარი გურჯიევის მოძღვრებისა და გურჯიევის მიერ ფონბლო–ავიონში დაარსებული "ადამიანის განვითარების ინსტიტუტის" წევრი, ინსტიტუტის შენობა გააფორმა ზალცმანმა; თეატრალურ მხატვრობას თვი დაანება, 1925–1930წწ. მუშაობდა პარიზში, როგორც ანტიკვარი და შენობების გამფორმებელი, ფრესკებით მოხატა უამრავი სახლი, სადარბაზო, ინტერიერი; 1930–1934წწ. თავისი ინტერესები მთლიანად გურჯიევის მოძღრებას დაუთმო; მის მიერ გაფორმებული ქართული სპექტაკლები: ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი" (1919, პირველი დადგმა), დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე" (1919, პირველი დადგმა), ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე" (1919, პირველი დადგმა); სხვა სპექტაკლები თბილისის საოპერო სცენაზე: ჩაიკოვსკი "პიკის ქალი", ოფენბახი "ჰოფმანის ზღაპრები", ნაპრავნიკი "დუბროვსკი"; საქართველოში მოღვაწე არქიტექტორ ა. ფ. ზალცმანის ვაჟიშვილი; თეატრის მხატვარი, კარიკატურისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.183


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0