სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
მიხაი ზიჩი 1827-1906წწ.  მხატვარი. სოფ.ზალა, უნგრეთი.

1827-1906 წწ. გარდ. 79 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ზიჩი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

61       ბეჭდვა

მიხაი ზიჩი 1827-1906წწ. მხატვარი. სოფ.ზალა, უნგრეთი.

მიხაი ზიჩი (1827-1906)



ბიოგრაფია

სწავლობდა ბუდაპეშტის უნივერსიტეტში, 1842 წლიდან მეცადინეობს ფერწერაში იტალიელ მხატვარ ი. მარასტონისთან, რომელმაც ბუდაპეშტში გახსნა სამხატვრო სასწავლებელი. 1843 წელს გადადის ვენაში, სადაც ფერწერას სწავლობს. 1847 წლიდან ცხოვრობს პეტერბურგში. 1858 წელს აირჩიეს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსად.


1859 წლიდან იყო საიმპერატორო კარის მხატვარი. 1874-1881წწ. ცხოვრობდა საზღვარგარეთ, 1881-1882წწ. ცხოვრობდა კავკასიაში, 1883-1906წწ. კვლავ საიმპერატორო კარის მხატვარია. 1881 წელს ზიჩი თბილისში ჩამოვიდა, სადაც მოწინავე ქართველ ინტელიგენციის თხოვნით დაიწყო "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციებზე მუშაობა. სულ შექმნა 34 სურათი (შეუკვეთეს 14), "ვეფხისტყაოსნის" საგამომცემლო კომისიამ 27 სურათი შეარჩია. აღნიშნული ნამუშევრები (ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში) მხატვარმა ქართველ ხალხს უსასყიდლოდ გადასცა. ზიჩის "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები თავის დროზე დიდი მხატვრული მოვლენა იყო. ზიჩიმ ქართულ თემაზე კიდევ რამდენიმე ტილო შექმნა - "ქართველი ქალის პორტრეტი" (1874, კერძო კუთვნილება), "იკორთის მონასტერი" და სხვა.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.483

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პარიზის უნგრელთა ურთიერთდახმარების საზოგადოება, თავმჯდომარე (1878-1880)

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.04.2023
სულ რედაქტირებულია 1