სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
რევაზ თარხან-მოურავი 1923-1993წწ. მხატვარი, დაბ. ქ.თბილისი.

1923-1993 წწ. გარდ. 70 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი თარხან სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

76       ბეჭდვა

რევაზ თარხან-მოურავი 1923-1993წწ. მხატვარი, დაბ. ქ.თბილისი.

რევაზ თარხან-მოურავი ( 1923-1993)


ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1954 წელს.

იყო დ. კაკაბაძისა და ს. ქობულაძის მოწაფე. გამოფენებში მონაწილეობდა 1955 წლიდან. მისი გრაფიკული ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია დინამიზმი, რიტმულობა, კომპოზიციური მთლიანობა. აღსანიშნავია ლინოგრავიურების სერიები: "ქართული ხალხური ცეკვები" (1957), "ქართული ხალხური სიმღერები"(1959), "ქართული ხალხური თამაშობანი" (1960), სადაც ნახატის საშუალებით გადმოცემულია ქართველი ხალხისათვის დამახასიათებელი განწყობილება და ხასიათი (ყველა შ. ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი). წარმატებით მუშაობდა ფერწერაში; მასვე ეკუთვნის ნ. გილიენის ლექსების ილუსტრაცია (1961) და სხვა. მოხატა ყვარლის ღვინის სარდაფის სადეგუსტაციო დარბაზი. 1964 წელს გამოსცა ალბომი "ქართული ხალხური ცეკვები, სიმღერები, თამაშობანი ნახატებში". გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი.


წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.492

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - საქართველოს სახალხო მხატვარი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.01.2020
ბოლო რედაქტირება 21.12.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


ივანე თარხან-მოურავი რომანის ძე 1846-1908 წწ. აკადემიკოსი ექიმი, მეცნიერი, დაბ. თბილისი.

5 0