სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
კოკა იგნატოვი 1937-2002წწ. მხატვარი, პედაგოგი. დაბ. ქ. თბილისი.

1937-2002 წწ. გარდ. 65 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი იგნატოვი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

69       ბეჭდვა

კოკა იგნატოვი 1937-2002წწ. მხატვარი, პედაგოგი. დაბ. ქ. თბილისი.

კოკა იგნატოვი (1937-2002)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1962 წელს.


1964-1969წწ. იყო სპეციალური სამხატვრო-საკონსტრუქტორო ბიუროს, 1970-1973წწ. საქართველოს ტელევიზიის მხატვრული გაფორმების სექტორის მთავარი მხატვარი; 1984 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი და მონუმენტური ფერწერის სახელოსნოს ხელმძღვანელი; 1962 წლიდან ჩაება საგამოფენო საქმიანობაში; ქმნიდა დაზგური ფერწერის და გრაფიკის, მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებს, ილუსტრაციებს; მოღვაწეობდა თეატრსა და კინოში. მისი ფერწერული კომპოზიციებია: "თუშეთი", "მუსიკოსები", "კახელები", "ხაბაზები", ტრიპტიქი "ჩემი საქართველო", პანო "სიბრძნე სიცრუისა" და სხვა. აღსანიშნავია მისი, ბიჭვინთაში შესრულებული უზარმაზარი კომპოზიცია "სიმღერა საქართველოზე", მთაწმინდის მიღებათა დარბაზში განთავსებული პანო "ფიროსმანის მონატრება", "ბერიკაობა" კინოს სახლში, განუხორციელებელი კომპოზიციის "თბილისობის" ესკიზები.  ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, სურათების ეროვნულ გალერეაში, მოსკოვის ბახრუშინის სახელობის თეატრალურ მუზეუმში, საქართველოს და საზღვარგარეთის კერძო კოლექციებში. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 155; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1962-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს სახალხო მხატვარი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.04.2023
სულ რედაქტირებულია 1