სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12225

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ანა კალატოზიშვილი 1967წ. მხატვარი,  დაბ. ქ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

2       ბეჭდვა

ანა კალატოზიშვილი 1967წ. მხატვარი, დაბ. ქ. თბილისი.

ანა კალატოზიშვილი 1967


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თეატრის მხატვრობის ფაკულტეტი 1991 წელს. 


არის ვენის გამოყენებითი ხელოვნების აკადემიის მაგისტრი სცენოგრაფიასა და ვიდეოარტში (ავსტრია, 1995). იყო მხატვრის ასისტენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლებისა: "ბალ-მასკარადი" (1986), "ცეცხლოვანი ანგელოზი" (1987); მხატვარი ბალეტებისა: "კოპელია" (2002), "ლურჯი ფრინველი" (2003); "დიდი ვალსი", "მატა ჰარი" (2004), "მძინარე მზეთუნახავი" (2004); სხვადასხვა თეატრების სპექტაკლებისა: "თავადის ქალი მაია" (ზუგდიდის თეატრი, 1987), "წეროს ფრთები" (კინომსახიობთა თეატრი, 1988), "სახლი საზღვარზე" (სამეფო უბნის თეატრი, 2001), "პატარა უფლისწული" (ვ. ანჯაფარიძის სახელობის თეატრი, 2005), "კავკასიური ცარცის წრე" (იტალია, 2005); სატირული სპექტაკლისა "პატარა უფლისწული" (1991-1999); თოჯინური ფილმისა "დიდების ზღაპარი" (1999); მხატვრული ფილმისა "მისტერიები" (2000); ტელეკომპანია "იმედის" რამდენიმე გადაცემის დამდგმელი მხატვარი; გაფორმებული აქვს საცხენოსნო შოუ (ჰოლანდია, 1989). 1998-2000წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მიღბული აქვს მონაწილეობა მრავალ ჯგუფურ გამოფენაში; მისი პერსონალური გამოფენები გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში (თბილისი, 2000) და გალერეა "შარდენში" (თბილისი, 2003). 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.239

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მხატვართა კავშირი, წევრი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0