სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
კარლო კაჭარავა 1964-1994წწ მწერალი, მხატვარი, პოეტი, ხელოვნებათმცოდნე, დაბ. სამტრედია, იმერეთი.

1964-1994 წწ. გარდ. 30 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი კაჭარავა სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

70       ბეჭდვა

კარლო კაჭარავა 1964-1994წწ მწერალი, მხატვარი, პოეტი, ხელოვნებათმცოდნე, დაბ. სამტრედია, იმერეთი.

კარლო კაჭარავა (1964-1994)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი 1986 წელს.


1984 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მან მამუკა ცეცხლაძესთან, გია ლორიასა და გოგა მაღლაკელიძესთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი "არქივარიუსები". "არქივარიუსების" პირველი გამოფენა გია ლორიას სახლში მოეწყო. ჯგუფის მანიფესტის ავტორი კარლო კაჭარავა იყო; 1986 წელს სამხატვრო აკადემიის მეათე სართულზე, ერთ პატარა ოთახში ახალგაზრდა მხატვრებმა შექმნეს ავანგარდისტული ჯგუფი, რომელსაც შემდგომში "მეათე სართული" ეწოდა. ეს ჯგუფი უფრო ფართო შემადგენლობის იყო - "არქივარიუსების" გარდა აქ შედიოდნენ სხვა მხატვრებიც; 1987 წელს "მეათე სართულის" ჯგუფი გადავიდა მარჯანიშვილის თეატრის სახელოსნოში; 1986-1994წწ. მუშაობდა თბილისის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1989 წლიდან იყო ჟურნალ "ლიტერატურა და ხელოვნების" რედკოლეგიის წევრი; 1991 წელს მუშაობდა გერმანიაში, კიოლნში ფრანსუაზა ფრიდრიხის გალერეაში; 1989-1994წწ. გაზეთებში "რუბიკონი", "კოლაჟი", "მესამე გზა" სისტემატიურად იბეჭდებოდა მისი ლექსები; ჟურნალ "პოლილოკში" დაიბეჭდა ნაწყვეტი რომანიდან "აზანოვას შესახებ". სიცოცხლეში მხოლოდ ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობდა და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მოეწყო მისი პერსონალური გამოფენები, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.


წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/კარლო_კაჭარავა

          https://burusi.wordpress.com/2009/09/25/karlo-kacharava-4/

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ხელოვნების კრიტიკოსთა ასოციაცია, გამგეობის წევრი (1990-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია (სიკვდილის შემდეგ)
    ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიაში შეტანილი წვლილისათვის

ბიბლიოგრაფია

  • მონოლოგი : ჩანაწერები, ლექსები, ფერწერული ნამუშევრები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2014. - 198გვ.. - ISBN: 978-9941-22-389-1
  • Eine Reise... Moskau-Koln-Berlin-Koln : ჩანახატების, ჩანაწერების და ტექსტების ალბომი (ავტორი). - თბილისი, ქარჩხაძის გამ-ბა, 2012. - 200გვ.. - ISBN: 978-99940-34-65-9
  • თხზულებანი (ავტორი) // ტ. 2: პოეზია . - თბილისი, ოთარ ყარალაშვილი, 2006. - 191გვ.. - ISBN: 99940-58-78-9
  • თხზულებანი (ავტორი) // ტ. 1: სტატიები. - თბილისი, ოთარ ყარალაშვილი, 2006. - 221გვ.. - ISBN: 99940-58-76-2

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.01.2020
ბოლო რედაქტირება 04.01.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


კაჭარავა - გვარის 33 ღვთისმსახური

1 0

პაატა კაჭარავა 1975-2012წწ. გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. ნაესაკოვო აბაშა სამეგრელო

2 0


რომან კაჭარავა 1949-92წწ. დაკარგ. ქ. გაგრა აფხაზეთი დაბ. აბაშა სამეგრელო

4 0

ზურაბ კაჭარავა 1953-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. გაგრა აფხაზეთი

1 0

ივანე ბესარიონის ძე კაჭარავა 1894-1977წწ გეოლოგი, აკადემიკოსი დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

2 0


ნიკოლოზ კაჭარავა დ.2004წ. მოსწ. მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკი წარმ. ჩხოროწყუ სამეგრელო

1 0

1 2 2


ვაჟა კაჭარავა დ.1937წ. ოლიმპიური ჩემპიონი.ფრენბურთი ქუთაისი

3 0

3 0 2