სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
კლარა კვეესი 1903-1990წწ. მხატვარი, დაბ. ქ.თბილისი.

1903-1990 წწ. გარდ. 87 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი კვეესი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

305       ბეჭდვა

კლარა კვეესი 1903-1990წწ. მხატვარი, დაბ. ქ.თბილისი.

კლარა კვეესი (1903-1990)



ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ქართული მოდერნისტული მხატვრობის ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენელი. მხატვრობამ ადრეული ასაკიდან გაიტაცა, ძირითადად ხატავდა ნატურიდან - ყვავილებს, ოჯახის წევრებისა და მეგობრების პორტრეტებს. 1921 წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე. უკვე ამ დროიდან აქტიურად მუშაობს გრაფიკაში, ფერწერასა და ოფორტში (მშრალი ნემსის ტექნიკით). 1930 წელს სწავლის თავისუფალი რეჟიმის მქონე კლარა კვეესი "მოდერნისტული ხელოვნებით გატაცების" ბრალდებით გარიცხეს აკადემიიდან; 1930-1934წწ. მუშაობდა რუსულ მოზარდმაყურებელთა თეატრში (ТЮЗ) სოლიკო ვირსალაძესთან ერთად, სადაც გააფორმა სპექტაკლები: სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი" და მოლიერის "სკაპენის ოინები"; 1939-1970წწ. მუშაობდა მხატვრად ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში;


მონაწილეობა აქვს მიღებული 45-ზე მეტ არქეოლოგიურ ექსპედიციაში (მათ შორის ვანის, მცხეთის, ბაგინეთის, ბედიანის, სვანეთის, პიცუნდის გათხრებში). მისი არქეოლოგიური ჩანახატებით, სქემებითა და რეკონსტრუქციებით იბეჭდებოდა არქეოლოგიური ანგარიშები, სამეცნიერო კვლევები, მონოგრაფიები, მაგრამ სამწუხაროდ, არსად არ არის მოხსენიებული. მისი პირველი პერსონალური გამოფენა 1967 წელს ეწყობა ელენე ახვლედიანის სახელოსნოში, თავად მისი ინიციატივითა და ხელშეწყობით. გამოფენამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა პროფესიულ საზოგადოებაში. 1968 წელს ექსპოზიცია საქართველოს მხატვართა კავშირში გადაიტანეს. მხატვრის სიცოცხლეში კიდევ ერთი პერსონალური გამოფენა შესდგა 1982 წელს მხატვართა სახლში; 1997 წელს კი უკვე მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, მოეწყო გამოფენა "კავკასიურ სახლში". მნიშვნელოვანი ნამუშევრები: შიშველი ნატურების სერია, ნატურმორტი ბოთლებით, ნატურმორტი სარძევეთი, გრაფიკული ნატურმორტების სერია, მამაკაცის პორტრეტი, ქალის პორტრეტი. ნამუშევრები დაცულია მხატვრის ოჯახში, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის არქივებში, საქართველოს კერძო კოლექციებში.

წყარო: ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია : feminism-boell.org; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 31.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0