სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
მალხაზ კუხაშვილი 1942წ. მხატვარი, ქ. თბილისი
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი კუხაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

67       ბეჭდვა

მალხაზ კუხაშვილი 1942წ. მხატვარი, ქ. თბილისი

მალხაზ კუხაშვილი 1942


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1969 წელს.

1968-2000წწ. საქართველოს სახელმწიფო ტელევიზია; 1982-1993წწ. ტელევიზიის მთავარი მხატვარი; 1972-1975წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გრაფიკის კათედრაზე პედაგოგი, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე პედაგოგი. 2000 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, კინო-ტელე სახელოსნოში პედაგოგი. აქტიურად მუშაობს წიგნის გრაფიკაში. მხატვრულად გაფორმებული აქვს ვაჟა-ფშაველას, გიორგი ლეონიძის, გოდერძი ჩოხელის, გივი ჭიჭინაძის, ჰენრიკ იბსენის, მატი უნტის, გაბრიელ გარსია მარკესის წიგნები; დახატული აქვს ქართული და გერმანული ზღაპრები; თანამშრომლობს ჟურნალებთან: "ჩვენი მწერლობა", "დილა"; არის ჟურნალ "ნიანგის" მხატვრული რედაქტორი; მუშაობს საყმაწვილო ენციკლოპედიის "ქართული მწერლობის" სამტომეულზე. 1968 წლიდან სისტემატიურად მონაწილეობს გამოფენებში. კინოსა და ტელევიზიის მხატვარი, გრაფიკოსი.


 წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მხატვარი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.04.2023
სულ რედაქტირებულია 1