სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ემა ლალაევა-ედიბერიძე 1904-1991წწ. მხატვარი, დაბ. ქ. თბილისი.

1904-1991 წწ. გარდ. 87 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ლალაევა სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

51       ბეჭდვა

ემა ლალაევა-ედიბერიძე 1904-1991წწ. მხატვარი, დაბ. ქ. თბილისი.

ემა ლალაევა-ედიბერიძე (1904-1991)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაიბადა ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფის, ყოფილი ერევნის (დღეს - თავისუფლების) მოედანზე მდებარე ფოტოატელიეს მფლობელის - არკადი ლალაიანცის (ლალაევის) ოჯახში. 1921 წლიდან სწავლობდა  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო სახელოსნოში; 1924-1928წწ. სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე, პროფესორ იოსებ შარლემანის კლასში. 1928 წელს ოჯახური პირობების გამო, გამოვიდა სამხატვრო აკადემიიდან და გადაწყვიტა გადასულიყო მოსკოვში, დეკორატიულ განყოფილებაზე, მაგრამ ვერ განახორციელა ჩანაფიქრი და თბილისში დარჩა. 1938 წელს, მისი მეუღლე გიორგი ედიბერიძე რეპრესიის მსხვერპლი გახდა. 1945 წელს მხატვართა კავშირის წევრად მიიღეს, მაგრამ რეპრესირებული მეუღლის გამო მალევე გარიცხეს და აღარც აღუდგენიათ. 



საკუთარ ძალებს ცდიდა მხატვრობის თითქმის ყველა დარგში; ერთდროულად მუშაობდა, როგორც ფერმწერი, გრაფიკოსი, მხატვარ-დეკორატორი, მულტიპლიკატორი, კარიკატურისტი, წიგნის დიზაინერი, თეატრის მხატვარი, ტანსაცმლის დიზაინერი, ქმნიდა ექსლიბრისებს, აფორმებდა საბჭოთა ზეიმებს. შემოქმედებით ფსევდონიმად ირჩევს სახელს "ლალი" და ძირითადად ასე აწერს ხელს ნამუშევრებს. სიცოცხლეში პერსონალური გამოფენა არ ჰქონია, მისი პირველი გამოფენა მხოლოდ 2001 წელს მოეწყო თბილისში. საქართველოში მოღვაწე სომეხი მხატვარი. 

წყარო: http://www.feminism-boell.org/ka/2014/06/06/ema-lalaeva-ediberize


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.04.2023
სულ რედაქტირებულია 3