სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ნანა მესხიძე 1936-1997წწ. მხატვარი, პედაგოგი, წარმ. სოფ. ალამბარი ქობულეთი აჭარა ნანა მესხიძე 1936-1997წწ. მხატვარი, პედაგოგი, წარმ. სოფ. ალამბარი ქობულეთი აჭარა

1936-1997 წწ. გარდ. 61 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მესხიძე სია

ქობულეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

31       ბეჭდვა

ნანა მესხიძე 1936-1997წწ. მხატვარი, პედაგოგი, წარმ. სოფ. ალამბარი ქობულეთი აჭარა

ნანა (ნანული) მესხიძე (დ. 13 მარტი, 1936, თბილისი — გ. 31 აგვისტო, 1997, თბილისი)


ქართველი ფერმწერი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, პედაგოგი. მიეკუთვნება XX საუკუნის სამოციანელთა პლეადას. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საკავშირო თუ საზღვარგარეთულ გამოფენაში.

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაიბადა თბილისში 1936 წლის 13 მარტს. მშობლები: ქართული ხალხური სიმღერების ლოტბარი და დამსახურებული პედაგოგი არჩილ მესხიძე (1912–1999) და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და რეჟისორი ანიკო ავლოხაშვილი (1917–1994). ხელოვნებისადმი მიდრეკილება ბავშვობიდანვე გამოაჩნდა — თავდაპირველად ის კლასიკური მუსიკით იყო გატაცებული, მაგრამ საბოლოოდ მან სახვითი ხელოვნება აირჩია.

1944–1952 წლებში სწავლობდა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახ. ქალთა 23-ე საშუალო სკოლაში.




1953 წელს გამოცდები ჩააბარა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში, ხოლო 1957 წელს ტექნიკუმის დასრულების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. აქ მისი პედაგოგი ფერწერის ფაკულტეტზე იყო გამოჩენილი ქართველი მხატვარი უჩა ჯაფარიძე.


1963 წელს ნანა მესხიძემ წარჩინებით დაამთავრა სამხატვრო აკადემია (სადიპლომო ნამუშევარი - „ჩვენი ეზო“), რის შემდეგაც ის უკვე იწყებს აქტიური მონაწილეობის მიღებას საკავშირო და საზღვარგარეთულ გამოფენებში.


1965 წელს გახდა მხატვართა კავშირის წევრი.


1977 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება.


1983–1988 მუშაობდა იაკობ ნიკოლაძის სახ. სამხატვრო ტექნიკუმში ფერწერის პედაგოგად.


1961–1980 მისი მეუღლე იყო საქართველოს სახალხო მხატვარი რადიშ თორდია (დ. 1936).


შვილები: რატი თორდია (დ. 1966) და საბა თორდია (1971–1992).


მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და რუსეთის გალერეებში. პერიოდულად თანამშრომლობდა ჟურნალ „საქართველოს ქალთან“, წლების მანძილზე დაილუსტრირებული აქვს სხვადასხვა ტიპის პუბლიკაცია.


გარდაიცვალა თბილისში 1997 წლის 31 აგვისტოს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.02.2020
ბოლო რედაქტირება 12.10.2021
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 19.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0