ჟანი მეძმარიაშვილი (1925-1989)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1953 წელს.
1962-1972 წლებში მუშაობდა საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო 1973 წლიდან იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დირექტორად. მის ნამუშევრებში ქალაქური ცხოვრების დინამიზმი და დაძაბული რიტმი პოეტურად არის გადმოცემული. ნამუშევრები: "მეეზოვე ქალი" (1958),
"უკანასკნელი სართული"(1961),
"აფიშის გამკვრელი" (1962),
"ფიქრები" (1971),
გრაფიკული ციკლი "სამუშაოდან დაბრუნება" (1961) საქართველოს სურათების გალერეაშია განთავსებული. მიღებული აქვს ახალგაზრდობის ვენის საერთაშორისო ფესტივალის ოქროს მედალი (1956) ნამუშევრისთვის "ხევსური გოგონა". ფერმწერი, გრაფიკოსი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.650; facebook.com
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სკკპ , წევრი (1955-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1965 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი