სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
კარლო მორეტი 1899-1978წწ. მხატვარი, ქ. თბილისი.

1899-1978 წწ. გარდ. 79 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მორეტი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

28       ბეჭდვა

კარლო მორეტი 1899-1978წწ. მხატვარი, ქ. თბილისი.

კარლო მორეტი (1899-1978)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო სასწავლებელი 1919 წელს.

სწავლის პარალელურად მუშაობდა ა. ნოვაკის ორნამენტული სკულპტურის სახელოსნოში; პრაქტიკული პროფესიული საქმიანობა დაიწყო კინოთეატრ "აპოლოს" მშენებლობაზე; კინოთეატრ "პალასი" (შემდგომში - "ამირანი"), "მაჟესტიკი" (სასტუმრო "თბილისი"), ყოფილი სამხატვრო აკადემიის "წრეების" შენობა (შემდგომში - ოფიცერთა სახლი), სათავადაზნაურო მიწის ბანკი (საჯარო ბიბლიოთეკა), მეფისნაცვლის კანცელარია ყოფილი პეტრე დიდის (შემდგომში ძერჟინსკის) ქუჩაზე, კინოთეატრი "სოლეილი" (მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი) და სხვა ობიექტები; XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში მუშაობდა ა. შჩუსევის პროექტით მშენებარე (რუსთაველის გამზირზე) მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ("იმელი") მშენებლობაზე, რომელზეც იმ დროისთვის პირველად იყო გამოყებებული მსუბუქ შემავსებლიანი ბეტონი ("პემზაბეტონი");


მოგვიანებით დაინიშნა სამშენებლო ტრესტ "საქკურორტმშენის" მმართველად; 1938 წელს სამშენებლო ტრესტების "თბილისმშენისა" და "საქკურორტმშენის" გაერთიანების შემდეგ, სამშენებლო ტრესტ "თბილმშენის" მმართველი იყო; ხელმძღვანელობდა ქ. გორში სასტუმროს, სტალინის სახელმწიფო მუზეუმის, საკონფერენციო დარბაზისა და სხვა ობიექტების მშენებლობას; ასევე, მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა ფუნიკულიორის სადგური, 100-ბინიანი (პირველი მაღლივი 11-სართულიანი) საცხოვრებელი სახლი თბილისში (გმირთა მოედანზე), სახელმწიფო ცირკის, კინოთეატრ "რუსთაველის", თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის, წიგნის სახლის შენობები, საცხოვრებელი სახლები, სამშენებლო ინდუსტრიის, სამრეწველო კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულებისა და კომუნალური მეურნეობის ობიექტები; საქართველოს პროფსაბჭოს მშენებლობის ხელმშეწყობი საბჭოს დამფუძნებელი და მისი ერთ-ერთი უცვლელი ხელმძღვანელი 20 წლის განმავლობაში. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოსა და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემიები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.427-428

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მშენებლობის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოება, პრეზიდიუმის უცვლელი წევრი
  • მშენებლობის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოება, დამფუძნებელი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 19.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0