სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
მურაზ მურვანიძე 1939წ. მხატვარი, დაბ. ქ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მურვანიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

56       ბეჭდვა

მურაზ მურვანიძე 1939წ. მხატვარი, დაბ. ქ. თბილისი.

მურაზ მურვანიძე დაბადებული 10 ივნისი 1939 წელს


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1965 წელს.

1988-1992წწ. იყო პეტერბურგის "მარინის" თეატრის მთავარი მხატვარი; 1998 წელს საერთაშორისო ასოციაცია "აბრეშუმის გზის" მთავრი მხატვარი; პეტერბურგის კონსერვატორიის დოცენტი(1998); ქართული სპექტაკლები, ოპერები: დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"(1966, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდია), დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი"(1983, ქუთაისი, უ. იმერლიშვილთან ერთად); ქართული ბალეტები: რ. გაბიჩვაძე "ჰამლეტი"(1971, პრემიერა), დ. თორაძე "მწირი"(1976, ფილმი-ბალეტი), გერშვინი-ოძელი "პორგი და ბესი"(1984, პრემიერა), ა. მაჭავარიანი "ვეფხისტყაოსანი"(1985, პრემიერა სანკტ-პეტერბურგი); მუსიკალური კომედიები, ოპერეტები: ს. ნასიძე "სტუდენტები"(1965, პრემიერა), ს. ცინცაძე "სიმღერა ტყეში"(1968, პრემიერა), შ. მილორავა "გაბზარული ფირფიტა", "ჩანჩურა", "ძუნწი"(1970, 1976, 1981, პრემიერები), ნ. გაბუნია "ყვარყვარე"(1974, პრემიერა), გ. ცაბაძე "მირანდოლინა"(1976, თბილისი); სხვა რეპერტუარი: გუნო "ფაუსტი"(1964, თბილისი), დონიცეტი "დონ პასკუალე"(1978), მუსირგსკი "სოროჩინის ბაზრობა"(1988, სანკტ-პეტერბურგი), პროკოფიევი "მოთამაშე"(1989), ვერდი "დონ კარლოსი"(1990, სანკტ-პეტერბურგი), ვერდი რეკვიემი(1990, მონტე-კარლო); ბალეტები: პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა"(1983, თბილისი), ბორის ჩაიკოვსკი "ჯავშნოსანი პოტიომკინი"(1986, სანკტ-პეტერბურგი), ადანი "კორსარი"(1986), ჩაიკოვსკი "გედების ტბა"(1989, რომი), პროკოფიევი "კონკია", ლიბარი "მარლო"(ლოზანა); ჯ. ბალანჩინის ქანდაკება(1997, გ. ჯაფარიძესთან ერთად, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ); თეატრალური მხატვარი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 342


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1993 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1987 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1986 - ქ. ვანკუვერის სერთაშორისო გამოფენა, ოქროს მედალი
  • 1978 - ნიუ-იორკის VI საერთაშორისო ფესტივალი, გრან-პრი
    ფილმი-ბალეტი "მწირი"
  • 1978 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • 1963 - საქართველოს პრესის პრიზი, საუკეთესო სპექტაკლი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.02.2020
ბოლო რედაქტირება 03.01.2023
სულ რედაქტირებულია 1




მურვანიძე - გვარის 3 ღვთისმსახური

1 0

რუბენი მურვანიძე რევაზის ძე 1973-1993წწ გარდ. სოფ. კინდღი აფხაზეთი დაბ. სოფ. ნაღვარევი აჭარა, ცხვ. სოფ. სამთაწყარო, დედოფლისწყარო

2 0

ნატა მურვანიძე (1970) მსახიობი წარმ. ლანჩხუთი გურია

1 0